უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)

"უნიქარდი" თავის ერთგულ მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - უნიმანიას სთავაზობს, რაც გულისხმობს ყოველკვირეულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს წარმოუდგენლად დაბალი ქულებით. დიდი ფასდაკლებები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, კონკრეტულ პროდუქტებზე ან მომსახურებაზე და საუკეთესო შეთავაზებები "უნიქარდის" კატალოგის ნივთებზე და მომსახურეობებზე - ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის უნიმანიის შეთავაზების ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი.

უნიქარდის ყველა მფლობელი "უნიმანიის" ფარგლებში მისთვის სასურველი პროდუქციის ან მომსახურების შერჩევას და შეძენას მხოლოდ 5 ქულიდან შეძლებს. "უნიმანიის" შეთავაზებებს მომხმარებელი შეიძენს უნიქარდის სერვის-ცენტრში, უნიმანიას ვებ-გვერდზე www.unimania.ge, სატელეფონო ცენტრის საშუალებით და სმს-ით, რაც ინოვაციაა.

"უნიქარდი" მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ და საინტერესო აქციებს. უნიქარდის კატალოგი ყოველთვის მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით იქმნება და ემატება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები. ახალ შეთავაზებებს შორისაა "უნიტური", რაც აძლევს შესაძლებლობას "უნიქარდის" მომხმარებლებს შაბათ-კვირა გაატარონ ყვარლის ტბაზე, თელავში ან სიღნაღში წარმოუდგენლად დაბალი ქულებით. მალე შიდა ტურების შეძენა 300 ქულიდან იქნებაშესაძლებელი.

უნიტურებში მომხმარებლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა სეზონის მიხედვით სხვადასხვა ტურისტული პაკეტით ისარგებლონ. უნიტურები უნიკალური და განხსვავებულია სხვა ტურებისაგან ფასით და უნიკალური ტურისტული პაკეტით. მაგალითად, "უნიქარდის" მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ეგვიპტეში 5776-ის ნაცვლად, 2888 ქულად.

გარდა სიახლეებისა "უნიქარდმა" დააჯილდოვა მემილიონე საჩუქრის შემკვეთი და "უნიტურით" ეგვიპტის 11-დღიანი საგზური გადასცა სრული პაკეტით. "უნიქარდისგან" სიურპრიზს მიიღებს ასევე მემილიონე ბარათის მფლობელი. ამჟამად, ბარათის მფლობელების რიცხვი 975 000-ს აღწევს.

ბესო აბულაძე, "უნიქარდის" დირექტორი: "უნიქარდი" მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს სიახლეებს. ახლა გვინდა კიდევ ერთი სიახლე გავაცნოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს - უნიმანია, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს ნიშნავს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "უნიმანიის" ფარგლებში შეთავაზებების მიღება შესაძლებელი იქნება ძალიან დაბალი ქულებით, მაგალითად სულ რაღაც 5 ქულად. ეს კი ნიშნავს, რომ ექსკლუზიური შეთავაზებები ხელმისაწვდომი იქნება ფაქტობრივად ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლისთვის.

გვაქვს კიდევ ერთი სიახლე - "უნიტურები", რომლის ფარგლებშიც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს მოგზაურობის სრულ პაკეტს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამჯერადი კვება, ავიაბილეთი, ტრანსფერი და ესეც საკმაოდ დაბალი ქულებით. კიდევ ერთი სიახლე შიდა ტურებია - საქართველოს მასშტაბით. მინდა აღვნიშნო, რომ შიდა ტურები საკმაოდ პოპულარულია და ერთი თვის განმავლობაში 100-მდე მომხმარებელმა ისარგებლა ამ შეთავაზებით. "უნიმანიას" ფარგლებში შიდა ტურების შეძენაც ძალიან დაბალი ქულებით იქნება შესაძლებელი და მათი ღირებულება 300 ქულიდან დაიწყება.

ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად "უნიმანიის" ფარგლებში მოხდება ძალიან დიდი ფასდაკლებების შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის და მინიმალური ქულებით ექნებათ შესაძლებლობა გრანდიოზული ფასდაკლებით ისარგებლონ. ზოგ შემთხვევაში ფასდაკლებამ "უნიმანიის" ფარგლებში შეიძლება 70-90%-ს მიაღწიოს. ეს შეთავაზებები ყოველკვირეულად განახლდება.

"უნიმანიის" შეთავაზებებით სარგებლობას შეძლებს ყველა, ვისაც უკვე აქვს დაგროვილი ქულები "უნიქარდზე" და ვინც მომავალში დააგროვებს. სხვათაშორის, სულ მალე "უნიქარდის" მფლობელთა რაოდენობა მილიონს მიაღწევს და ჩვენს მემილიონე მომხმარებელსაც საინტერესო სიურპრიზი ელის.

დღეს 200-ზე მეტი კომპანიაა ჩვენი პარტნიორი და 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი "უნიქარდზე" ქულების დაგროვება.

ნინო ლაზარია, "უნიქარდის" მემილიონე საჩუქრის შემკვეთი: "ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ აქტიურად ვიყენებ "უნიქარდს". სადაც "უნიქარდის" ლოგოს ვხედავ და რამეს ვყიდულობ, აუცილებლად ვატარებ. ამ შემთხვევაში, მომგებიანი აღმოჩნდა "ჯეოსელის" სასაუბრო დროს შეძენა. აქამდე არასოდეს არაფერი მომიგია. აუცილებლად წავალ და დავისვენებ ეგვიპტეში. ძალიან გახარებული ვარ."

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით