ქუთაისის აქციას 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა - IPN-მა მონაცემები google map-ის სპეციალური პროგრამით დათვალა

ქუთაისის აქციას 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა - IPN-მა მონაცემები google map-ის სპეციალური პროგრამით დათვალა.

საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მანიფესტაციაზე ხალხის რაოდენობა შემდეგი წესით ითვლება: google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის ტერიტორია.

ფართობი პირობითად 4 ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილზე ხალხის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. ყველაზე მჭიდროდ ხალხი ტრიბუნის წინ მოედანზე იდგა, მათ შორის გარშემო არსებულ გამწვანებაშიც. დაახლოებით 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე კვადრატულ მეტრზე 4 კაცის დაანგარიშებით 32 000 მომიტინგე იდგა.

ტრიბუნის უკან მდებარე მრავალსაფეხურიანი კიბის ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია. აქ საშუალო სიმჭიდროვე იყო _ კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანი, დაახლოებით 2000 კაცამდე. მოედნის გაგრძელებაზე, აღმაშენებლის გამზირზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. მთლიანობაში დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კვადრატულ მეტრზე, წინა ნაწილში 4 და მეორეში 3 კაცის დაანგარიშებით დაახლოებით 12 000 ადამიანი იდგა.

ხალხი იდგა აღამაშენებლის გამზირისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზეც. დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრი ფართობის ნახევარზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. დაახლოებით 6000 კაცი. ხოლო მეორე ნახევარზე მეტი სიხალვათე შეინიშნებოდა - დაახლოებით 3000 კაცი.

შესაბამისად, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 10 ივნისის აქციაზე 18.00 საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა ქუთაისში დაახლოებით 55 000-ს შეადგენდა.

იხილეთ ვიდეო: 55 ათასამდე ადამიანი ქუთაისის აქციაზე - google map-ის პროგრამით დათვლილი მონაცემები

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად