მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად ქართლის დედას გაერო-ს ლურჯი ფერით გაანათებენ.
გაერო-ს ინიციატივით, ლტოლვილთა დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 20 ივნისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნებში თავის ისტორიულ შენობებსა და ძეგლებს გაერო-ს ლურჯი ფერით ანათებენ. ამ ტრადიციას წელს თბილისიც შეუერთდება. ქართლის დედა 17-დან 24 ივლისამდე ლურჯი ფერით იქნება განათებული.
გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით შესაძლებლობა ექნება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის, ანჯელინა ჯოლის მიმართვა მოისმინოს, სადაც ჯოლი ქართველებს შეახსენებს, რომ მსოფლიოში 33 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილობაში იმყოფება.