"ჯეოსელის" სათავო ოფისში დღეს "ჯეოსელის" ახალი პროდუქტის – მობილურში მაქსიმალურად ჩქარი ინტერნეტის პრეზენტაცია გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, "ჯეოსელი" უკვე 15 წელია, მობილური კომუნიკაციის სიახლეებს პირველი სთავაზობს მომხმარებელს და ამჯერად კომპანია მობილურ ინტერნეტზე აკეთებს აქცენტს. მათი ინფორმაციით, "ჯეოსელის" ქსელში მობილური ინტერნეტის სიჩქარე, რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის 2 რეგიონში - თბილისსა და იმერეთში, რაც ქსელის განვითარების ახალ ეტაპზე - ე.წ. HSPA+ გადასვლას ემყარება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო კომფორტულად გამოიყენოს ინტერნეტი მობილურიდან ან ლეპტოპიდან.
"ჯეოსელში" აღნიშნავენ, რომ ამ უპირატესობით სარგებლობისთვის საჭიროა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის (ე.წ. HSPA+-ით) მხარდაჭერა ტელეფონში ან ჯეოსელ-კონექტშიც.
"სწორედ ამისთვის "ჯეოსელი" წარმოგიდგენთ ახალ პროდუქტს - ახალი თაობის ჯეოსელ-კონექტი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარეს მაქსიმუმ 21 მბ-დე/წამში. ეს პროდუქტი გაყიდვაში სწორედ დღეს გადის და გთავაზობთ სპეციალურ ფასს - ახალი თაობის ჯეოსელ-კონექტი 65 ლარად. გარდა ამისა, ჯეოსელ-კონექტის კომპლექტაციაში შედის 3 გბ ინტერნეტ ტრაფიკი, იმისთვის, რომ თქვენ პროდუქტის შეძენისთანავე, დამატებით ძალისხმევის გარეშე, დაიწყოთ ინტერნეტით სარგებლობა", – აცხადებენ "ჯეოსელში" და განმარტავენ, რომ ახალი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი - 21 მბ/წამში - არის თეორიული მაქსიმუმი, რომელიც მიღწევადია ლაბორატორიულ პირობებში.
მათივე განმარტებით, პრაქტიკაში სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - ქსელის დატვირთვა, ერთდროულად ინტერნეტში შესულ აბონენტთა რაოდენობა, ამინდი და მრავალი სხვა, რის გამოც პრაქტიკული სიჩქარე შეიძლება გახდეს 10-12 მბ/წამში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"