დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი სულხან სიბაშვილი წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა გორში, შიდა ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი, სულხან სიბაშვილი წარუდგინა.

დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, სულხან სიბაშვილის მთავარი ამოცანა შიდა ქართლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება იქნება.

"მისი ამოცანა იქნება, პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას, რომელიც არის შიდა ქართლში და ეს პირველ რიგში, არის უმუშევრობა. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან და სოფლის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ის წარმატებები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ჩვენს ხალხამდე მივიტანოთ", - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულმა ოჯახმა შიდა ქართლში მეტი სარგებელი უნდა ნახოს იმ წარმატებისაგან, რომელიც ქვეყანას აქვს.

სულხან სიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ტატიშვილი შეცვლა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ტატიშვილი.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად შსს-ს დაცვის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ივანე წიკლაური დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლაშა ჭკადუა შეცვალა, რომელიც მუშაობას დასაქმების მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს