ბიძინა ივანიშვილი - თამაზ ჯაფარიძე მთელი საქართველოს თოვლის ბაბუა იქნება

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ კოალიციის ონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამაზ ჯაფარიძე მთელი საქართველოს თოვლის ბაბუა იქნება.

როგორც ივანიშვილმა დღეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, ზამთრობით ჯაფარიძე თოვლის ბაბუა იყო მხოლოდ ბავშვებისთვის, თუმცა მომავალში ის უნდა იყოს თოვლის ბაბუა მთელი საქართველოსთვის.

"სწორედ ასეთი მოლოდინი აქვთ დღეს ქართველებს. ამაში რეგიონებში ჩემმა შეხვედრებმა დამარწმუნა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ბათუმსა და შროშაში გამართულმა შეხვედრებმა მის მოლოდინს გადააჭარბა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის 18 კანდიდატი წარადგინა. მომავალი კვირიდან კი, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, კოალიცია თბილისისა და დარჩენილი რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატებსაც წარადგენს.

"გვაქვს რამდენიმე რთული რეგიონი, რომლებზეც ჯერ ისევ ვმსჯელობთ, თუმცა, მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობას დავასახელებთ",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, პროფესიონალიზმისა და სუფთა წარსულის გათვალისწინებით, კონსენსუსის საფუძველზე ირჩევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა