"რუსთავი 2"-მა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალგაზრდების ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალგაზრდების ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვიდეო მარიამ ყანდაშვილის მეგობრის გადაღებულია და ის დაღუპული გოგონას ოჯახის ნებართვით ქვეყნდება. მასალა მძიმე საყურებელია და იგი დაღუპული გოგა გოლეთიანისა და მარიამ ყანდაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ასახავს.

უბედური შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი დაიღუპნენ. სამართალდამცველებმა "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, დაკითხულთა შორის "როუფ ჯამფინგების" ორგანიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძეცაა.

იხილეთ ვიდეო: მაღლივის ხიდიდან ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეო "რუსთავი 2"-მა გაავრცელა

იხილეთ ვიდეო: ტრაგიკული ნახტომი მაღლივის ხიდიდან - ექსტრემალურ გართობას შეწირული ორი ახალგაზრდა

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება