პროკურატურამ ნოდარ ჩაჩუას საკითხზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას საკითხზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

"2012 წლის 30 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"მე-9 არხის" ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ, მის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო, გამოძიების მოთხოვნის დაწყებით პროკურატურას თავად მიმართა. როგორც ნოდარ ჩაჩუამ განცხადების შეტანის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაასაჯაროოს გამოძიების პროცესი.

"მე-9 არხის" იურისტ სერგი ჯორბენაძის შეფასებით, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც დანაშაულთა ერთობლიობას წარმოადგენს. "მოხდა ნოდარ ჩაჩუას იძულება, განხორციელდა მასზე მუქარა, ასევე ხელი შეეშალა მას ჟურნალისტურ საქმიანობაში; მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით მოხდა ჟურნალისტის პირადი საიდუმლოების ხელყოფა. ამასთან, პირებმა, რომლებმაც ნოდარ ჩაჩუაზე შანტაჟი განახორციელეს, გადააჭარბეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც მოიცავს დანაშაულთა ერთობლიობას", - განაცხადა "მე-9 არხის" იურისტმა სერგი ჯორბენაძემ, რომელიც გამოძიების პროცესში ნოდარ ჩაჩუას ადვოკატი იქნება.

"მე-9 არხის" ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სამმა პირმა გაურკვეველი მიმართულებით ავტომობილით წაიყვანა. როგორც ჩაჩუა ამობობს, მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და მუქარა. ნოდარ ჩაჩუასგან ”მე-9 არხიდან” ინფორმაციის გატანას ითხოვდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში