"ხმა მიეცით "ლეიბორისტულ პარტიას" და გადაარჩინეთ საქართველო", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა , შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნათელაშვილი ამომრჩეველს მიმართავს, მისცეს ხმა, რათა პარტიას მიეცეს საშუალება დაიბრუნოს სოხუმი და ცხინვალი.
"1 ოქტომბერი არჩევნების კი არა, საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღეა. ასარჩევი ბევრი არაფერი გაქვთ, ერთ მხარეზეა სამშობლოთი მოვაჭრე სააკაშვილ-ივანიშვილის პროამერიკულ მილიარდერ მძარცველთა ბანდა, მეორე მხარეს თქვენი ლეიბორისტული პარტია, რომელსაც არაერთხელ უღალატეთ და ეს უკვე დაგიჯდათ ქვეყნის დაშლად. ისტორია შეცდომას არ გვაპატიებს. ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთ. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ, საქართველოს აღვადგენთ, მთავარია, არ გაიყოდოთ და არ შეშინდეთ", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება "ლეიბორისტული პარტიის" სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ნათელაშვილის თქმით, პარტიიდან ახალი სახეები წარდგენილი არ იქნება. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ნათელაშვილი არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნით უკმაყოფილოა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები სპეციალურად დაამთხვია რუსეთის წვრთნებს კავკასიაში, რათა ეს ფაქტორი თავისი საარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს.
"ნაცვლად იმისა, რომ ოქტომბრის შესანიშნავი ხავერდოვანი თვე გამოყენებულიყო საარჩევნო კამპანიისთვის, სააკაშვილმა ხელი მოაწერა არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნას, რათა იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები კავკასიაში შესაძლებლობას მისცემს კარგად იპროვოკატოროს საქართვლოს საფრთხეებით, როგორც მას სჩვევია და დაარწმუნოს და დააშინოს ამომრჩეველი, რომ თუ ის არ იქნება არჩეული, დაიწყება დაბომბვები", _ აცხადებს ნათელაშვილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"