მცხეთაში ქორწინების სახლი გაიხსნა

მცხეთაში ქორწინების სახლი გაიხსნა. ქორწინების სახლი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მცხეთაში ყოველთვის იყო იმის მოთხოვნა, რომ ქორწინების სარიტუალო სახლი ყოფილიყო და დღეს ის ზუსტად სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს გაიხსნა. პირველი წყვილი, ვინც ახლად გახსნილ ქორწინების სახლში ხელი მოაწერა, ქეთევან ქუთათელი და ნიკოლოზ მაღალაშვილია, რომლებიც ქორწინების სახლთან ცხენებშებმული ეტლით მივიდნენ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან მდებარე ქორწინების სახლის გახსნა მცხეთის რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცხეთის ქორწინების სახლის დიზაინი კომპანია "მაგი სტილმა" შექმნა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მცხეთის ქორწინების სახლის სარემონტო სამუშაოები აპრილში დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება