მსახიობები ზაზა პაპუაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა პაპუაშვილი კოალიციის ოფისში მსახიობებს შეხვდა .

შეხვედრას სხვა მსახიობებთან ერთად რობერტ სტურუა, თათული დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მსახიობები ზაზა პაპუაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უდიერად მოიხსენიებს ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. თითოეულ მათგანს თითო-თითო შედევრი მაინც აქვს შექმნილი. ამ ადამიანების ჩარეცხილებად და მუმიებად მოხსენიება წარმოუდგენელია. მე მინდა ვაგრძნობინო საზოგადოებას, რომ ამ ხალხის გარეშე ჩვენ სიკეთეს ვერ მოვუტანთ ქვეყანას", _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში