სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან თბილისში შემოაბრძანეს. ხატს თბილისში, რუსთაველის ძეგლთან, სხვადასხვა ტაძრის მრევლი დახვდა . ხატი ჯერ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში გადააბრძანეს, შემდეგ კი ანჩისხატის ეკლესიაში დააბრძანეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ანჩისხატის მლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, ხატი ამაღამ ანჩისხატის ეკლესიაში დარჩება, ხვალ დილით მას მუზეუმში გადააბრძანებენ, შემდეგ კვლავ ანჩისხატის ეკლესიაში დააბრუნებენ.
წელს ანჩისხატის გზა ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფმა ტრადიციულად იერუსალიმიდან დაიწყო. 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ანჩისხატის მომლოცველებმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ხატი თაბორის მთაზე ააბრძანეს. ხატს უამრავი ქართველი და უცხოელი მორწმუნე შეეგება. დღესასწაულზე ასევე მართლმადიდებლებს დაურიგდათ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ანჩისხატის ისტორიები და ლოცვები. შემდეგ დღეებში სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ადგილას, ღვთისმშობლის მიძინების ადგილას, ჯვრის ქართულ მონასტერში და უფლის ამაღლების ადგილას მიაბრძანეს, სადაც აღევლინა პარაკლისები საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისა და ქართული სიწმინდეების დაცვისთვის.
იხილეთ ვიდეო: სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან თბილისში შემოაბრძანეს
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"