შსს საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაციის შესახებ იუწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაციის შესახებ იუწყება. "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი . შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია", - ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია ხორციელდება, კახეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შევიდნენ. ექიმებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მათივე ცნობით, პოლიციას ლაფანყურში შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვს. "სოფლის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. სოფელში ჟურნალისტების გარდა არც ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში დღეს, საღამოს 30-ზე მეტი მანქანით პოლიციელები და სამხედროები შევიდნენ. მოსახლეობაში პანიკაა. ლაფანყურის მცხოვრებლების ნაწილი სოფელს შემოვლითი გზებით ტოვებს. რამდენიმე წუთის წინ სოფელში შს მინისტრი ბაჩო ახალაია შევიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია", - აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ლაფანყურიდან ხუთი ახალგაზრდა დაიკარგა.  გამოითქვა ვარაუდი, რომ ისინი ლეკებმა გაიტაცეს, რადგან სოფელი დაღესტანს ესაზღვრება. მოგვიანებით, 14.00 საათისთვის კი, თელავის გამგებელმა განაცხადა, რომ დაკარგულები იპოვეს და სახლში დააბრუნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა