მიხეილ სააკაშვილმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის ოჯახს მიუსამძიმრა

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. პრეზიდენტმა ოჯახს მიუსამძიმრა და მცხეთის რაიონის სოფელი გალავანი  ცოტა ხნის წინ დატოვა.

დღესვე ოჯახს მიუსამძიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, დავით გობეჯიშვილმა, გიორგი ასანიძემ და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.

არჩილს ჩოხელს ვახტანგ გორგასლის   პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ორი ქართველი სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ. სოლომონ წიკლაური შაბათს დაკრძალეს.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი არჩილ ჩოხელის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს