სერგი კაპანაძე - შვეიცარული კომპანია SGS საზღვრებზე უახლოეს ხანში დაიწყებს მუშაობას

შვეიცარული კომპანია, რომელმაც როკის გვირაბზე, ფსოუსა და ლარსზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განახორციელებს , უახლოეს ხანში დაიწყებს მუშაობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ტვირთბრუნვის მოინიტორინგისთვის შერჩეულია შვეიცარული კომპანია SGS, რომელთანაც კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ხელშეკრულება, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან უკვე ძალაშია, იმიტომ, რომ რუსეთი გახდა ოფიციალურად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ახლა არის ეტაპი, როდესაც ჩვენ, ისევე, როგორც რუსული მხარე, შვეიცარული მხარის შუამავლობით, ვახორციელებთ ტექნიკური მოლაპარაკებების ბოლო ეტაპს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ტექნიკური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომპანია სრულ ფუნქციონირებას დაიწყებს და შეუდგება ტვირთბრუნვის მონიტორინგს. სერგი კაპანაძის განცხადებით ეს მოხდება უახლოეს ხანებში, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს.

ქართულ-რუსული შეთანხმება, რომლის შედეგადაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა, ფსოუზე, როკის გვირაბსა და ლარსზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს გულისხმობდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში