თამაზ გაიაშვილი - პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ჩემთვის განსაკუთრებული თემა ბიზნესი იქნება

ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი და დირქტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნოს სიის მე-6 ნომერია. პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებსა და სამომვალო გეგმებზე თამაზ გაიაშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო თამაზ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- 20 წელია ვუყურებ და ვფიქრობდი, რომ ბიზნესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლებოდა, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში არაფერი არ იცვალება, მეც დავიღლე და ხალხიც დაიღალა მოლოდინით. ხშირად ვისმენ ისეთ მიდგომას, რომ ბიზნესმენს პოლიტიკაში რა უნდა, მას ხომ გამოცდილება არ აქვს. ჯობია, სკოლის მერხიდან მოხვდნენ პარლამენტში ადამიანები და მათ უნდა გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ? ბევრ ისეთ ადამიანს ნახავთ სიებში, რომლებიც ინსტიტუტის მერხიდან პენსიაში გასვლას პარლამენტიდან აპირებენ. უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა, რა გააკეთეს მათ ამდენი ხანი პარლამენტში ჯდომით? მართლა გადავალახეთ სიღატაკის ბარიერი და ბედნიერად ცხოვრობს ხალხი? იმასაც კი არ ითვალისწინებენ, რომ ბევრ ჭკვიან ადამიანს გამოცდილება დაუგროვდა და ეს გამოცდილება აუცილებელია, ცხოვრებაში დაინერგოს და გატარდეს. ჩემი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან იქნება შესაძლებელი ცვლილებების გატარება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანია, ვარ გიორგი თარგამაძის თანამოაზრე და გულშემატკივარი. ის გამოკვეთილი ლიდერია. მას ამბიციური პასუხი კი არ აქვს შეკითხვებზე, არამედ - დაფიქრებული, აწონილ-დაწონილი. მისი ყველა პოლიტიკური საქმიანობა ბრძნული და გააზრებულია. ამიტომაც ვარ "ქრისტიან -დემოკრატიული" პარტიის წევრი უკვე 2 წელია და საკმაოდ აქტიური წევრი.

- პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რა იქნება თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ?

- ჩემთვის, რასაკვირველია, განსაკუთრებული თემა ბიზნესი იქნება. საქართველოში ბიზნესის აღორძინებას დავეხმარები. გავაკეთებ ყველაფერს, თუ რამე შემიძლია, დავეხმარები ყველას - დიდ თუ პატარა ბიზნეს საქმიანობაში. პირველ რიგში, ბიზნესმენებს შიშის სინდრომი მინდა მოვუხსნა, რომ მათ დაიჭერენ, რაღაცას მოუწყობენ. თუ ბიზნესმენი რაიმე გადასახადს არ იხდის, უნდა დაეკისროს ორმაგი ოდენობის გადასახადი და გავხადოთ იძულებული, სხვა ეკონომიკური ბერკეტებით რომ გადაიხადოს, თუმცა გადასახადების გადაუხდელობის მიზეზი არასწორი საგადასახადო პოლიტიკაა. დარწმუნებული ვარ, რომ ყევლა კეთლისინდისიერი ბიზნესმენი ფიქრობს, ნორმების ფარგლებში პირნათლად შეასრულოს დაკისრებულ ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ. დაჭერის შიშს გაურბოდა ხალხი კომუნისტების დროიდან და ის წყობა ამიტომაც დაიშალა. არსებობდა "ობეეხესი" და "კაგებე". მე მგონი, დღეს ამ კუთხით უკეთესი ვითრება არ გვაქვს. ამ მთავრობის მიღწევებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ფართომასშტაბიანი მშენებლობები დაჩქარებული ტემპებით, ძველ დროს მაგონებს - 5 წლედი შევასრულოთ 3 წელიწადში! მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი აღებ-მიცემობით არის დაკავებული. ჩვენს ქვეყანაში აღარ მუშაობს ფაბრიკები, ქარხნები, აღარც ცეკავშირი არსებობს, რომელიც გლეხებისგან პროდუქციის შესყიდვას აწარმოებდა და დღეს გლეხებიც ბიზნესმენები არიან. მთელი ქევყანა გადაყვანილია რეჟიმში - იყიდე-გაყიდე! ამავე დროს ხელისუფლება ყოველდღიურად იმას აკეთებს, რომ ქართველები მხოლოდ მომსახურების სფეროში იყვნენ, მეხინკლეები და ტაქსის მძღოლები; რომ მაღალ ტექნოლოგიებზე არ უნდა მიგვიწვდებოდეს ქართველებს ხელი! დღეს უმუშევრობის ყველაზე დიდი მიზეზი პროფესიული გაუნათლებლობაა, რაზეც სახელმწიფოს სერიოზულ სამუშაო აქვს გასაწევი. კი ვამბობთ, რომ ხინკალი უნდა მოვხარშოთ, მაგრამ მისი სპეციალისტიც დეფიციტია. მასაც სწავლა სჭირდება. ამიტომაა საჭირო, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც აღადგენს პროფესიულ სასწავლებლებს. ჩვენ აღარ გვყავს მშენებლები, ინჟინრები, მფრინავები, ტექნიკოსები. ეს სფეროები დაღუპვის გზაზეა.

- სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე წინასაარაჩევნოდ ყევლა პარტია საუბრობს, თქვენ კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ, როგორ დაეხმარებით ამ დარგს?

- მე არ ვიტყვი, რომ სოფლის მეურნეობის მაღალი სპეციალისტი ვარ, აგრამ სოფელში დაბადებული და გაზრდილ კაცი ვარ და ბევრი რამ ვიცი ამ სფეროს ირგვლივ. დღეს მთავრობის სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს სოფლის მცხოვრებლის ადგილზე დასაქმება. ვენახი, ღვინო კარგია, მაგრამ ეს სეზონურია. ამას რომ თავი დავანებოთ, ყველა ოჯახს სჭირდება სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. არ უნდა იყოს ყოველი ოჯახი იმის შიშში, რომ შეიძლება სეტყვა მოვიდეს, გვალვა იყოს, მოსავალი საერთოდ ვერ მიიღოს და მშიერი დარჩეს მთელი წლის განავლობაში. სოფლებში უნდა მუშაობდეს სასოფლო ტექნიკის შემკეთებლი მინი-ქარხნები, სადაც გლეხი საკუთარი ტექნიკის შეკეთებას შეძლებს, ასევე წვრილმანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები. დღეს გლეხი, მძიმე ფინანსური მდგომარეობის და საწვავის სიძვირის გამო, მიწას ვერ ამუშავებს. ჩვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, დავაყენებთ საკითხს სახელმწიფოს წინაშე, რომ აშენდეს ნავთობგადამამუშვებელი დიდი საწარმო, სადაც ნავთობი გადამუშავდება, რომელიც ბაქო-ჯეიჰანის გზით გადის საქართველოზე და ქართველებმა ისიც არ ვიცით, რა სარგებელი მოაქვს მას. მოვითხოვთ, ჩვენი წილი ფულით კი არა, ნავთობის სახით მივიღოთ და ამ ქარხანამ გადაამუშაოს. ამ საწვავს შეღავათიან ფასად მივცემთ გლეხებს ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების დროს. ასევე, დავანგრევთ მონოპოლიებს საწვავზე, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას. თუ საწვავი იაფია, ნებისმიერი ბიზნესი კონკურენტუნარიანი გახდება.

- რა თანხის ინვესტიციის ჩადება იქნება საჭირო ასეთი ქარხნის განვითრებისთვის?

- რასაკვირველია, არცთუ ისე მცირე - ნახევარი მილიარდი დოლარი. ეს დიდი ბიზნესია, სახელმწიფო თუ კერძო ინვესტორი, ჩადებულ თანხებს მოკლე დროში აინაზღაურებს. ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება მისი რეალიზაციაც, ის ლიკვიდური ბიზენესია.

- თუ სახელმწიფო არ დაგთანხმდათ, საიდან აპირებთ ამხელა თანხის მოზიდვას?

-ჩვენ კერძო ინვესტორების ძებნას დავიწყებთ, ვისაც საქარათველოს აღორძინება სურს. მხედველობაში მყავს ყველა ქართველი ბიზნესმენი, რომლიც უცხოეთშია და დიდი კაპიტალი აქვს დაგროვილი, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილიც.

- თქვენ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, რა დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ?

- პირადად არ ვიცნობ, მის შესახებ მხოლოდ კარგი მსმენია, მისი საქმიანობა ყვალასათვის კარგად არის ცნობილი, კარგი ბიზნესმენია ნამდვილად, კარგი მეოჯახე. ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს რიგ შემთხვევებში არასწორი შეხედულებები უყალიბდება პიროვნებებზე. ერთ რჩევას მივცემდი - აჯობებს, ის ნაკლებად მოექცეს ინტრიგების გავლენის ქვეშ, პირადად გაიცნოს ადამიანები და დასკვნები შემდგომ გამოიტანოს. პირადი ურთიერთობები სიკეთის მომტანია. კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ჩვენ ყველასთან მზად ვართ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს