ნათელა მაჭავარიანი მერაბ სამადაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარტია "საქართველოს გზის" და თბილისის საკრებულოს წევრი, ნათელა მაჭავარიანი"ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატს, მერაბ სამადაშვილს "ქართული ოცნების" კანდიდატ თეა წულუკიანის მამასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ნათელა მაჭავარიანმა ამასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ სამადაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს თეას მამა იყო მოსამართლე, რომელმაც "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის განაჩენი გამოიტანა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის საქმეზე მოსამართლე იყო თემურ გერსამია, ხოლო პროკურორი იოსელიანი. დარწმუნებული ვარ სამადაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თეა წულუკიანის მამას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონია", - ნათქვამია განცხადებაში.

მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება აგონიაშია და მის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ სიმართლე პოლიტიკური დივიდენდებისთვის დაამახინჯონ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება