ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ციხის თანამშრომლების პატრულით ჩანაცვლებისკენ და თამაზაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ძალადობაში დამნაშავე ციხის თანამშრომლების საპყრობილეებიდან გამოყვანისკენ და მათი პატრულით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ივანიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებულნი, კანონიერი გზით გაათავისუფლოს.

"ყველა საჯარო მოხელე, პოლიცია, პროკურატურა, სპეცსამსახურები გააგრძელებენ მუშაობას და მათ მიმართ არანაირი დევნა არ განხორციელდება გარდა სამართლებრივისა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თუ შეიძლება დღეიდანვე ყველა ის ციხის მოსამსახურე, რომელიც ძალადობაში მოანწილეობდა, გამოიყვანონ ციხეებიდან, პატრულით ჩაანაცვლონ. საშინელ დღეში არიან პატიმრები და იქნებ მიეცეთ მათ საშველი. ჩვენი მომხრეებიდან ბევრი ციხეებშია, ხელისუფლებას შეუძლია და ვთხოვთ - გაათავისუფლონ ისინი. ამავდროულად შევახსენებ - თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ჩემი ახლობელი ადამიანის სიმამრია და პატიმარია, კარგი იქნება, თუ კანონის ფარგლებში გაათავისუფლებენ ამ ადამიანს", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან ივანიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ სანამ სამართლიანი სასამართლო შეიქმნება, უკანონო ქმედებებით მოპოვებული სარგებელი დაუბრუნონ საზოგადოებას.

"რაც შეეხება სამართლებრივს, მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს - ვიცი, უამრავი ზეწოლა განხორციელდა, რეალობა შეიცვალა, ჩემი სურვილი და თხოვნა იქნება, დარჩენილ დროში სანამ მოვახერხებთ სიტუაციის დალაგებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით, მეგობრულად და მეზობლურად, თავადვე მოახერხეთ და ძალადობის გზით აღებული დააბრუნეთ უკან. მე პირადად ბევრი შემონათვალი მომივიდა და ცდილობენ, რომ დარღვევები განმარტონ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეიქმნას პრეცედენტი, ღირსებით უპასუხოს ყველაფერს და არ აიღოს რევანში.

"ღირსებით ვუპასუხოთ ყველაფერს და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ რევანშს და პოლიტიკური ნიშნით დევნას, თუმცა კანონდარღვევა ვისაც აქვს, სასამართლო გაარჩევს ამას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ის შეიტანს ერთადერთ სარჩელს იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ ერთ დღეში 60 უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

"ერთადერთ სარჩელს შევიტან იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსამართლობა განახორციელა ამ მოსამართლემ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციასთან – "ნაციონალურ მოძრაობასთან" მუშაობა გაგრძელდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა