გიორგი თავდგირიძე - გაერთიანებული შტაბის უფროსად გამოუცდელი გენერლის დანიშვნა "ნაციონალების" გავლენის გამყარებას ემსახურება

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაერთიანებული შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძის დანიშვნას პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს და მიიჩნევს რომ კალანდაძის დანიშვნა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ არენაზე გავლენის გამყარებას ემსახურება.

"გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური თანამდებობა, რადგან შტაბის უფროსი არის პირველი სამხედრო პირი რომელიც ამავდროულად ქვეყნის მთავარსარდალის სამხედრო მრჩეველია. ეს არ არის რიგითი საკადრო გადაწყვეტილება, ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადასახედიდან "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, ცდილობს დარჩეს პოლიტიკურ არენაზე -გაიმყაროს და ჰქონდეს გავლენა, კვლავ დაიბრუნოს ძალაუფლება",- განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ, "ქართულმა ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებისგან ტრაგედია არ უნდა შექმნას, რადგან ქვეყანაში ამ დროისათვის არანაირი სამხედრო მოქმედება არ მიმდინარეობს.

"ეს გადაწყვეტილება არც გენიალურია და არც ისეთია, რომ დააქციოს ჩვენი შეიარაღებული ძალები. შეიძლება გავაკრიტიკოთ პრეზიდენტი, თუ რატომ დანიშნა ასეთი ახალგაზრდა გენერალი შტაბის უფროსად, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. თუ არ ვცდები ის 31 წლისაა, კარგი იქნებოდა რომ შტაბის უფროსად ინიშნებოდნენ 50 წელს გადაცილებული პირები",-აცხადებს თავდგირიძე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე გუშინ დაინიშნა.

ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე კი, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში და გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.

გიორგი კალანდაძემ ამ თანამდებობაზე დევი ჭანკოტაძე შეცვალა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება