გლდანის საპყრობილეში გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი, გლდანის #8 საპყრობილის ოფიცერი, დავით აკობია ამ წუთებში მთავარი პროკურატურის შენობაში იმყოფება , – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა.
"დავით აკობია 22 დღეა არ გამოუჩენიათ. დღეს მოვედით პროკურატურასთან, სადაც პროკურორმა ჯერ გვითხრა, რომ არ იცოდა სად იმყოფობოდა აკობია, შემდეგ კი აყოვნებდა ინფორმაციის გაცემას. აკობია ჯიპის ტიპის 5 ავტომობილით ცოტა ხნის წინ მოიყვანეს პროკურატურის ეზოში. პროკურატურაში ჯერ თქვეს, რომ 10 წუთში გამოუშვებდნენ, თუმცა მერე გადმორეკეს და გვითხრეს, რომ აკობია კონსპირაციულ ბინაში გადაჰყავთ, რადგან უნდა იყოს უსაფრთხოდ და ჩვენ ვერ გვაჩვენებდნენ. გვითხრეს, რომ მის ადგილსამყოფელს ვერ გვეტყვიან",-განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის პროკურატურის წინ იმყოფება. ჯიშკარიანის ცნობით, მათთან ერთად დავით აკობიას მამაც იმყოფება და ელოდებიან დამატებით ინფორმაციას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"