ეროვნულ გალერეაში გამოფენა - "ფიროსმანი 150" გაიხსნება

ეროვნულ გალერეაში დღეს გამოფენა - "ფიროსმანი 150" გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული გალერეიდან აცნობეს, გამოფენა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანის 110 ნამუშევარი.

პროექტი "ფიროსმანი 150" გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მხატვრის ნამუშევრების კოლექციიდან.

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-13 წწ. UNESCO მიიღებს მონაწილეობას.

პირველად ფიროსმანის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება 1913 წელს მოსკოვში გამართული ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას