მუშტაიდის ბაღში განხორციელებული სამუშაოები გიგი უგულავამ დაათვალიერა

განახლებულ მუშტაიდის ბაღში განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში აქტიურად მიმდინარეობს დასასვენებელი პარკების განახლება და კეთილმოწყობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ მუშტაიდის ბაღი კომპანია "ჯეო-გოლდს" 49 წლიანი მართვის უფლებით 2010 წელს გადასცა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ვალდებულება აიღო, შეენარჩუნებინა პარკის პროფილი, განეხორციელებინა ინვესტიცია და შეექმნა ახალი სამუშაო ადგილები.

მუშტაიდის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, შემუშავდა პარკის განვითარების გენერალური გეგმა, განახლდა რეკრეაციული ზონა, 25-%-ით გაიზარდა მწვანე ზოლი, სრულად გამოიცვალა საკომუნიკაციო ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე ატრაქციონები, აღდგა ისტორიული საბავშვო მატარებელი, მოეწყო კინოთეატრი, მოხდა პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, გამოიცვალა პარკის ბორდიურები, დაიგო ასფალტის საფარი, დაიდგა ახალი სკამები და ურნები, გარემონტდა პარკის ღობე, გაკეთდა ახალი შადრევანი, დამონტაჟდა განათების სისტემა, აშენდა ახალი კაფე-ბარი და ტერიტორია უფასო ინტერნეტით აღიჭურვა. განახლებულ პარკში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

"მუშტაიდის ბაღში" განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება