მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს შეხვდა

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს შეხვდა

კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქი ბათლომე პირველი მის თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. მან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა.

პატრიარქებმა ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და როგორც პირად, ასევე, მათი სამწყსოს და ქვეყნების ურთიერთობაზე ისაუბრეს. ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მისი აღსაყდრების პერიოდი გაიხსენა და იმდროინდელი და დღევანდელი მდგომარეობა შეაფასა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, კომუნისტური მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან არსებობდა გამოთქმა – რაც უფრო მეტი სიბინძურეა ეკლესიაში, მითYუკეთესი ჩვენთვის, თუმცა, ეს დრო ღვთის ნებით შეიცვალა და დღეს საქართველო უკვე თავისუფალი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, როგორც ილია მეორემ ბრძანა, დღესაც არსებობს პრობლემები გლობალიზაციის პროცესში, სადაც არიან როგორც სუბიექტები, ასევე, ობიექტები.

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნები ხშირად იქცევიან ობიექტებად და ამ ფონზე უხდებათ საკუთარი ფასეულობების დაცვა. თუმცა, უწმინდესის თქმით, მსოფლიო პატრიარქის სტუმრობა საქართველოს აძლევს ძალას, რომ გააგრძელოს თავისი გზა და ის ამ ძალას მისი აღსაყდრების დღიდანვე გრძნობს.

სიტყვის წარმოთქმისას ბართლომე პირველმაც გაიხსენა მისი პირველი სტუმრობა საქართველოში 1978 წელს, როდესაც ილია მეორე რამდენიმე თვის აღსაყდრებული იყო და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს. ბართლომე პირველმა ასევე ბრძანა, რომ კონსტანტინეპოლის ყველა პატრიარქი განსაკუთრებული სიყვარულით იყო განწყობილი საქართველოს მიმართ და დღესაც ასეა.

საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც მსოფლიო პატრიარქმა და თანმხლებმა პირებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!