ჯარისა და ციხეების საკვები პროდუქტებით მომარაგებას 20 კომპანია უზრუნველყოფს

ჯარისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკვები პროდუქტებით მომარაგებას კონკურსით შერჩეული 20 კომპანია უზრუნველყოფს. კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სამხედრო ნაწილებსა და ციხეებს ერთი წლის განმავლობაში მოამარაგებენ, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული შპს "ქართული კვების" კომპანიის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის ფარგლებში შეარჩიეს.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკურსში ჯამში 150 კომპანია მონაწილეობდა. საბოლოო არჩევანი კი გაკეთდა იმ კომპანიებზე, რომლებიც სხვებთან შედარებით ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ და დაბალ ფასად გაყიდვას დათანხმდნენ. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯარის საკვებით მომარაგება სახელმწიფოს წლის განმავლობაში საშუალოდ 60-დან 70 მილიონ ლარამდე უჯდებოდა და სამინისტროს მიზანია, რომ ეს ხარჯი შედარებით შემცირდეს. იმ 20 კომპანიას შორის, რომლებიც საკვები პროდუქტების მომარაგების ვალდებულებას იღებენ, არიან შემდეგი შპს-ები: "დაფნა", "ფუდ სერვისი", "გუილდი", "A.G. თრადე", "გერმანელი ყასაბი-2010", "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები", "პოულტრი ჯორჯია", "ჯიჯიჯი კომპანი", "ჯორჯიან ბეიქერს", "იბერია რეფრეშმენტს", სს "ბორჯომი საქართველო", "კამპა", "მეგაკო", "იდეალ სერვისი", "ეუროპაკი", "ნილი", "სერიდა" და "საური", ასევე ჩამონათვალში არიან ინდივიდუალური მეწარმეები "ავთანდილ დვალიშვილი" და "ეკატერინე კუბლაშვილი".

როგორც მინისტრის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფოსა და სამინისტროს მიზანია, რომ ისეთი უწყებების მომარაგება საკვები პროდუქტებით, როგორიც არის სამხედრო ნაწილები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, განახორციელონ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ეს მიმართულება საბოლოოდ ეტაპობრივად გადავიდეს კერძო სექტორის მართვაში. როგორც ზაზა ბროლაძემ აღნიშნა, კერძო სექტორისთვის ამ ფუნქციის გადაბარება, იქნება ჯარისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების უფრო ეფექტურად და ხარისხიანად მომარაგების გარანტი.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით