"ქართული ოცნების" აქტივისტების შეხვედრა საგარეჯოს გამგებელთან უშედეგოდ დასრულდა

"ქართული ოცნების" აქტივისტების შეხვედრა საგარეჯოს გამგებელთან უშედეგოდ დასრულდა

საგარეჯოში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გამგებელს შეხვდნენ. აქტივისტები გამგებლისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრა ძირითადად ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა და ის უშედეგოდ დასრულდა. გიორგი ლოლაძე ამ პოსტზე გასული წლის ნოემბერში კოალიციის მხარდაჭერით დაინიშნა, თუმცა მისი ოპონენტები მას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ლოლაძე დამოუკიდებლად ვერ იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, საგარეჯოელები იმსახურებენ იმას, რომ მათი არჩეული მთავრობა ჰყავდეთ და არა ისეთი, რომელიც თინა ხიდაშელს სურს.

"თქვენ მართული ხართ თინა ხიდაშელის მიერ. თავად ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს. საკადრო ცვლილებებიც აშკარა ნეპოტიზმის ფონზე ჩატარდა", - განუცხადეს ლოლაძეს აქტივისტებმა.

გამგებლის თქმით კი, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, არიან ის პირები, რომლებსაც არ შეხვდათ თანამდებობები.

"ისინი რეალურად იმიტომ არიან აქ, რომ არ შეხვდათ თანამდებობები. ასევე, დეპუტატი არ იღებს გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ლოლაძე.

აქტივისტებისვე განცხადებით, ისინი აქციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.