მიხეილ სააკაშვილი - პირველად გავიგე, რომ "ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიმართვა "ფეისბუქით" მიიღო.  

"ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო მთავრობასთან. დღეს მე "ფეისბუქით" მივიღე წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. პირველად გავიგე, რომ რომელიმე ქვეყანაში "ფეისბუქით" წერს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წერილს და თან ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დიალოგის ფორმა. მე მინდა ვისაუბრო მათთან ისეთ მაგიდასთან, როგორზეც თქვენთან ვზივარ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ამასთან, პრეზიდენტი ივანიშვილის მიმართვის შინაარსობრივ მხარესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა რომელიმე ძალას, არამედ ხალხს ეკუთვნის და მისი მითვისების მცდელობა მიმთვისებლისთვის ცუდად მთავრდება.

"პრემიერი ამ წერილში წერს, რომ ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია. ხელისუფლების საკითხი მართლაც გადაწყვეტილია და ის შემდეგნაირად გადაწყდა: ხელისუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის მხრიდან, ხელისუფლება მიითვისოს, როგორც წესი, არაფერი კარგის მომტანი არაა მიმთვისებლისა და ქვეყნისთვის. მე მგონი ეს გაკვეთილები ყველა მთავრობამ ისწავლა, მათ შორის ჩემმა მთავრობამ. მე არ ვამბობ, რომ შეცდომები არ დაგვიშვია, მაგრამ არ მინდა, რომ ამ მთავრობამ გაიმეოროს იგივე შეცდომა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა