სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია საქართველოს შსს-სთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია (ICDO) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული ICDO-ს წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და საჩვენებელ ღონისძიებას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე დაესწრნენ.

სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ღონისძიების დასასრულს, ICDO-ს გენერალურმა მდივანმა სამაშველო ბაზის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სიმბოლიკიანი სამახსოვრო მედალი გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

სტუმრები ასევე ეწვევიან შსს-ს "112-ის ქოლ-ცენტრს" და რუსთავის მომსახურების სააგენტოს.

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მიზანია, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების შექმნისა და აღჭურვის ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება და კატასტროფებით დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა.

საქართველო ICDO-ს წევრი 1995 წელს გახდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში