დავით ნარმანია ხვალ მეღვრეკისისა და ახალდაბის მოსახლეობას შეხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების- მეღვრეკისისა და ახალდაბის მოსახლეობას შეხვდება.

სამინისტროს ინფორმაციით, იწყება სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი, რომელიც უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება.

პროგრამის პრიორიტეტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ხვალ,  მინისტრის პირველი შეხვედრა მეღვრეკისში 10:30 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა სოფელ ახალდაბაში 12:00 საათზე გაიმართება.

მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრაზე პროგრამის პრიორიტეტებსა და პროექტების შერჩევის პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იყოს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.); სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში