პოლიციამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მალხაზ ბ., ბესიკ კ., ზურაბ შ. და დავით დ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხივე ბრალდებული წლების განმავლობაში ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა "ბი-თი-ემ ტექსტილის" დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 2011 წლიდან მარტიდან 2013 წლის აპრილამდე სამკერვალო ფაბრიკა და მის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტი 20-ჯერ გაქურდეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარის ღირებულების სიგარეტი და 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 177-ე (ქურდობა) მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

იხილეთ ვიდეო: დაცვის თანამშრომლები დასაცავი ობიექტის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება