პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება და 20 ივნისის ჩათვლით გასტანს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია ბავშვების მშობლებმა უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge ან www.registracion.emis.ge.

ლევან ქებურიას თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია, რომ დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით წარადგინონ.

ლევან ქებურიას ინფორმაციით, რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

"რეგისტრაცია განხორციელდება იმ გამონთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს,", - აღნიშნა ქებურიამ.

რაც შეეხება გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ახალი წესი მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც 2012 – 2013 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

"ამ კატეგორიის მოსწავლეებს რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნად გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ჩატარდება", - განაცხადა ლევან ქებურიამ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება