გივი სიხარულიძე - ამერიკისგან საქართველომ უნდა გადმოიღოს შრომა და არა პედარასტობა

პარლამენტთან მიმდინარე სასულიერო პირებისა და მრევლის აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეურთდნენ. კერძოდ როგორც ჟურნალისტებს მსახიობმა გივი სიხარულიძემ განუცხადა,ამერიკისგან საქართველომ უნდა გადმოიღოს შრომა და არა პედარასტობა.

"ჩვენ მცირე რაოდენობის ერში ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება რაინდები და კდემამოსილი ქალები. ქართული ტრადიცია სწორედ ამისგან შედგება და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს ტრადიცია. ვენაცვალე ამ ქართველებს, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი. უმჯობესი იქნება ამერიკისგან შრომა გადმოვიღოთ და არა პედერასტობა", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

გარდა ამისა, აქციას შეურთდნენ პოლიტიკოსებიც. "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, მთავრობამ დღეს დიდი შეცდომა დაუშვა და "სირცხვილი ჭამა", რომ უზნეობის აქციას მხარს უჭერს.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ