სად არის ფული?

სად არის ფული?

ფულსა და ეკონომიკაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა გარშემო ბევრი ფულის ბრუნვა არ შეინიშნება. შეკვეთები შემცირდა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ უცხოურმა ინვესტიციებმაც მოიკლო. მთავარი პრობლემა ის არ არის, რომ ცოტა უცხოური ინვესტიციაა, მთავარი პრობლემაა - საქართველოში ფულიანი ბიზნესები ფულს არ ხარჯავენ ან არ აბანდებენ ეკონომიკაში, ახალი ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების მიზნით. ამის მიზეზი შიშია. მათ ეშინიათ იმის გამომზეურება, რომ ფული აქვთ. ფულის გამომზეურების შიშის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის კაპიტალი სულ უფრო და უფრო იყო დაკავშირებული სამთავრობო კონტრაქტებთან. არჩევნების შემდეგ ეს კონტრაქტები შეჩერდა, თუმცა ისინი ხშირად ძალიან უცნაური იყო. სამთავრობო ტენდერების კონკურსში რეგულარულად მონაწილე კონტრაქტებზე არაფერს ვამბობ. დიდი კონტრაქტებზე ვსაუბრობ, რომლებიც გასაჯაროებული არ იყო. ასეთი ბევრი იყო. გზა, რომლითაც ეს სქემა მუშაობდა, რთული და სპეციალურად მისთვის შემუშავებული იყო. როცა მთავრობას რაღაცის გაკეთება უნდოდა, სხვებს ავალებდა კაპიტალის ჩადებას. ამ ადამიანს ან ბიზნესს გარკვეული სახით აჯილდოებდნენ და კომპენსირების მიზნით, ფულს ან იმ გარიგებიდან აკეთებინებდნენ ან სხვა გარიგებიდან. ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ, როგორც წესი, მთავრობისთვის არ მუშაობდნენ, ხშირად მათ არ მოსწონდათ ამის კეთება, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ასე უნდა ყოფილიყო. ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ტენდერში მონაწილეობა მთავრობიდან დაავალეს, უარი თქვა. მათგან ზოგი საერთოდ დაემშვიდობა საკუთარ ბიზნესს, ზოგს კი კონტრაქტებს აღარ აძლევენ. მან, ვინც მთავრობის გეგმით იმოქმედა, ცოტაოდენი ფული იშოვა. ისინი ახლა ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც ფულს არ ხარჯავენ, რადგან მათ ეს ფული მთავრობის გვერდის ავლით კი არა, მასთან ერთად იშოვეს. ამიტომაც ახლა ეს ფული საქართველოს გარეთ გაიტანეს. ახლა მათ ერთი კითხვა აწუხებთ: ეს ფული რომ გამოვაჩინო და ინვესტიციაში ჩავდო, ვინმე ხომ არ წამართმევსო? მათ, ვინც მონაწილეობას იღებდა ტენდერებში, თუ ახალ შენობებს აშენებდა ან შეთანხმებიდან ფულს შოულობდა, ხელისუფოლება საგადასახადოს უგზავნიდა და დამატებით ფულს ააწაპნიდა. ამას კი მთავრობის კონტრაქტის პირობებით ხსნიდა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა. ვინც ფული იშოვა და მათი შენახვის ნება დართეს, ხშირად ამ ფულს უძრავ ქონებაში აბანდებდა და მათ ოჯახის რომელიმე წევრის ან მეგობრის სახელზე აფორმებდა. ეს კარგი გზა იყო ფულის შესანახად, თუმცა არა - ეკონომიკის ზრდისთვის. 

ახალი ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს, რადგან ახალი ბიზნესის წამოწყებაში ადგილობრივი ინვესტიციების ნაკლებობა პრობლემა ხდება. მისი მოგვერება კი არცთუ ისე იოლია. თუ ადამიანი სახელმწიფოში არსებული არალეგალური პრაქტიკით ხეირობდა, პასუხისმგებელია ის? თუ - კი, რამდენად პასუხისმგებელი? საკმარისია ციხეში გასაშვებად, თუ უბრალოდ თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვისაა საკმარისი? ყველაზე ადვილი იმის თქმაა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და, რა თქმა უნდა, ეს მართალია და თუ საქმეები სასამართლოში უნდა გაირკვეს, ეს ასეც მოხდება.

ხშირ შემთხვევაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში ან სხვა ოფშორებში რეგისტირებული კომპანიები მთავარი უცხოური ინვესტიცია იყო საქართველოსთვის. ასე რომ, იქიდან შემოსული ფული სხვა ქვეყნიდან შემოსულს ჰგავს. საქართველოს შემთხვევაში ეს ზოგჯერ რუსეთი იყო, ქართველები რუსეთიდან ან რუსები რუსეთიდან, რომელთაც არ უნდოდათ გამოჩენილიყვნენ, რომ საქართველოში ინვესტირებას ახდენდნენ. ზოგჯერ ეს ფული საქართველოდან იყო, რომელიც საქართველოში რამდენიმე მეწილე კომპანიის გავლით შემოდიოდა ისე, რომ არავინ იცოდა მათი წარმომავლობა. ასე რომ, ამ ინვესტიციების უმრავლესობა არ იყო ნამდვილად უცხოური, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნამდვილი უცხოური და რეალური ადამიანის ან კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია იყო, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ინვესტირება კარგი იდეა იყო. არჩევნების შემდეგ ამ ტიპის ფონდებს რეალური ცვლილებები არ მოჰყოლია, არც ქვევით და არც ზევით. მთავრობამ საგარეო ინვესტიციების განმარტება ისე შეცვალა, რომ უცხოური კომპანიების აქაურ შემოსავლებსაც ითვლიდა. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ საგარეო ინვესტიციები უფრო დიდად მოეჩვენებინათ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მათზე თვალის დევნება უფრო ძნელი ხდებოდა.

უამრავი კითხვა რჩება, რომელიც ინვესტორებს აიძულებს, მოიცადონ. შრომის კოდექსი ერთობ არასაინვესტიციოა. ძალიან კარგია, რომ მას ნელა, მაგრამ პარლამენტში განიხილავენ, მაგრამ ინვესტორებს იმის ნახვა უნდათ, როგორ შეიცვლება ეს კოდექსი. წლების განმავლობაში საქართველოში კონკურენციის შესახებ კანონი არ არსებობდა და ესეც განსახილველია, რადგან კონკურენციის კარგი კანონი ინვესტიციების ჩადების გარემოს გააუმჯობესებს. საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, მაგრამ ბევრ ინვესტორს ურჩევნია, ექვს თვეში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს და, თუნდაც ერთ წელიწადში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებს დაელოდოს, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანა შეუფერხებლად ვითარდება. ხალხი კი დარწმუნებული არ არის, რა ბედი ელის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ფონდებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ის სოფლის მეურნეობის სფეროში მოახდენს ინვესტირებას. მაგრამ რა ბედი ელით კონკურენტებს? მათაც იმავე პოლიტიკითა და საგადასახადო კანონებით მოექცევიან, როგორც პრემიერ-მინისტრის ინვესტიციებს?

ამ ყველაფერის გარკვევას დრო დასჭირდება. ჩვენ ახლა საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი არჩევნების გადაბარების შუაში ვართ. ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ეს პროცესი სრულად დასრულდება, ჯერჯერობით კი კარგად მიდის. ინვესტორები, ადგილობრივებიც და უცხოელებიც უყურებენ, რომ ძალაუფლების გადაბირებამ შეუფერხებლად ჩაიაროს, იმოქმედოს კანონის უზენაესობამ და მნიშვნელობა ჰქონდეს, არა მხოლოდ წესების დაცვას, არამედ სტაბილურობის შეგრძნებასაც. შურისძიება და შერჩევითი სამართალი პოზიტიურ საინვესტიციო კლიმატს ხელს არ უწყობს.

მარკ მალენი

იხილეთ ბმული: Were's the Money?

იხილეთ მბული:

ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც „საქართველო-საქართველოს“ ყვირიან?
26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

სად არის ფული?

ფულსა და ეკონომიკაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა გარშემო ბევრი ფულის ბრუნვა არ შეინიშნება. შეკვეთები შემცირდა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ უცხოურმა ინვესტიციებმაც მოიკლო. მთავარი პრობლემა ის არ არის, რომ ცოტა უცხოური ინვესტიციაა, მთავარი პრობლემაა - საქართველოში ფულიანი ბიზნესები ფულს არ ხარჯავენ ან არ აბანდებენ ეკონომიკაში, ახალი ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების მიზნით. ამის მიზეზი შიშია. მათ ეშინიათ იმის გამომზეურება, რომ ფული აქვთ. ფულის გამომზეურების შიშის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის კაპიტალი სულ უფრო და უფრო იყო დაკავშირებული სამთავრობო კონტრაქტებთან. არჩევნების შემდეგ ეს კონტრაქტები შეჩერდა, თუმცა ისინი ხშირად ძალიან უცნაური იყო. სამთავრობო ტენდერების კონკურსში რეგულარულად მონაწილე კონტრაქტებზე არაფერს ვამბობ. დიდი კონტრაქტებზე ვსაუბრობ, რომლებიც გასაჯაროებული არ იყო. ასეთი ბევრი იყო. გზა, რომლითაც ეს სქემა მუშაობდა, რთული და სპეციალურად მისთვის შემუშავებული იყო. როცა მთავრობას რაღაცის გაკეთება უნდოდა, სხვებს ავალებდა კაპიტალის ჩადებას. ამ ადამიანს ან ბიზნესს გარკვეული სახით აჯილდოებდნენ და კომპენსირების მიზნით, ფულს ან იმ გარიგებიდან აკეთებინებდნენ ან სხვა გარიგებიდან. ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ, როგორც წესი, მთავრობისთვის არ მუშაობდნენ, ხშირად მათ არ მოსწონდათ ამის კეთება, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ასე უნდა ყოფილიყო. ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ტენდერში მონაწილეობა მთავრობიდან დაავალეს, უარი თქვა. მათგან ზოგი საერთოდ დაემშვიდობა საკუთარ ბიზნესს, ზოგს კი კონტრაქტებს აღარ აძლევენ. მან, ვინც მთავრობის გეგმით იმოქმედა, ცოტაოდენი ფული იშოვა. ისინი ახლა ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც ფულს არ ხარჯავენ, რადგან მათ ეს ფული მთავრობის გვერდის ავლით კი არა, მასთან ერთად იშოვეს. ამიტომაც ახლა ეს ფული საქართველოს გარეთ გაიტანეს. ახლა მათ ერთი კითხვა აწუხებთ: ეს ფული რომ გამოვაჩინო და ინვესტიციაში ჩავდო, ვინმე ხომ არ წამართმევსო? მათ, ვინც მონაწილეობას იღებდა ტენდერებში, თუ ახალ შენობებს აშენებდა ან შეთანხმებიდან ფულს შოულობდა, ხელისუფოლება საგადასახადოს უგზავნიდა და დამატებით ფულს ააწაპნიდა. ამას კი მთავრობის კონტრაქტის პირობებით ხსნიდა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა. ვინც ფული იშოვა და მათი შენახვის ნება დართეს, ხშირად ამ ფულს უძრავ ქონებაში აბანდებდა და მათ ოჯახის რომელიმე წევრის ან მეგობრის სახელზე აფორმებდა. ეს კარგი გზა იყო ფულის შესანახად, თუმცა არა - ეკონომიკის ზრდისთვის. 

ახალი ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს, რადგან ახალი ბიზნესის წამოწყებაში ადგილობრივი ინვესტიციების ნაკლებობა პრობლემა ხდება. მისი მოგვერება კი არცთუ ისე იოლია. თუ ადამიანი სახელმწიფოში არსებული არალეგალური პრაქტიკით ხეირობდა, პასუხისმგებელია ის? თუ - კი, რამდენად პასუხისმგებელი? საკმარისია ციხეში გასაშვებად, თუ უბრალოდ თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვისაა საკმარისი? ყველაზე ადვილი იმის თქმაა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და, რა თქმა უნდა, ეს მართალია და თუ საქმეები სასამართლოში უნდა გაირკვეს, ეს ასეც მოხდება.

ხშირ შემთხვევაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში ან სხვა ოფშორებში რეგისტირებული კომპანიები მთავარი უცხოური ინვესტიცია იყო საქართველოსთვის. ასე რომ, იქიდან შემოსული ფული სხვა ქვეყნიდან შემოსულს ჰგავს. საქართველოს შემთხვევაში ეს ზოგჯერ რუსეთი იყო, ქართველები რუსეთიდან ან რუსები რუსეთიდან, რომელთაც არ უნდოდათ გამოჩენილიყვნენ, რომ საქართველოში ინვესტირებას ახდენდნენ. ზოგჯერ ეს ფული საქართველოდან იყო, რომელიც საქართველოში რამდენიმე მეწილე კომპანიის გავლით შემოდიოდა ისე, რომ არავინ იცოდა მათი წარმომავლობა. ასე რომ, ამ ინვესტიციების უმრავლესობა არ იყო ნამდვილად უცხოური, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნამდვილი უცხოური და რეალური ადამიანის ან კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია იყო, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ინვესტირება კარგი იდეა იყო. არჩევნების შემდეგ ამ ტიპის ფონდებს რეალური ცვლილებები არ მოჰყოლია, არც ქვევით და არც ზევით. მთავრობამ საგარეო ინვესტიციების განმარტება ისე შეცვალა, რომ უცხოური კომპანიების აქაურ შემოსავლებსაც ითვლიდა. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ საგარეო ინვესტიციები უფრო დიდად მოეჩვენებინათ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მათზე თვალის დევნება უფრო ძნელი ხდებოდა.

უამრავი კითხვა რჩება, რომელიც ინვესტორებს აიძულებს, მოიცადონ. შრომის კოდექსი ერთობ არასაინვესტიციოა. ძალიან კარგია, რომ მას ნელა, მაგრამ პარლამენტში განიხილავენ, მაგრამ ინვესტორებს იმის ნახვა უნდათ, როგორ შეიცვლება ეს კოდექსი. წლების განმავლობაში საქართველოში კონკურენციის შესახებ კანონი არ არსებობდა და ესეც განსახილველია, რადგან კონკურენციის კარგი კანონი ინვესტიციების ჩადების გარემოს გააუმჯობესებს. საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, მაგრამ ბევრ ინვესტორს ურჩევნია, ექვს თვეში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს და, თუნდაც ერთ წელიწადში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებს დაელოდოს, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანა შეუფერხებლად ვითარდება. ხალხი კი დარწმუნებული არ არის, რა ბედი ელის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ფონდებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ის სოფლის მეურნეობის სფეროში მოახდენს ინვესტირებას. მაგრამ რა ბედი ელით კონკურენტებს? მათაც იმავე პოლიტიკითა და საგადასახადო კანონებით მოექცევიან, როგორც პრემიერ-მინისტრის ინვესტიციებს?

ამ ყველაფერის გარკვევას დრო დასჭირდება. ჩვენ ახლა საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი არჩევნების გადაბარების შუაში ვართ. ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ეს პროცესი სრულად დასრულდება, ჯერჯერობით კი კარგად მიდის. ინვესტორები, ადგილობრივებიც და უცხოელებიც უყურებენ, რომ ძალაუფლების გადაბირებამ შეუფერხებლად ჩაიაროს, იმოქმედოს კანონის უზენაესობამ და მნიშვნელობა ჰქონდეს, არა მხოლოდ წესების დაცვას, არამედ სტაბილურობის შეგრძნებასაც. შურისძიება და შერჩევითი სამართალი პოზიტიურ საინვესტიციო კლიმატს ხელს არ უწყობს.

მარკ მალენი

იხილეთ ბმული: Were's the Money?

იხილეთ მბული:

ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც „საქართველო-საქართველოს“ ყვირიან?
ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა