დღეს გაიმართება დისკუსია - ლგბტ საქართველოში: 2013 წლის 17 მაისის გაკვეთილები

ევროპის სახლში დღეს გაიმართება საჯარო დისკუსია - ლგბტ საქართველოში: 2013 წლის 17 მაისის გაკვეთილები. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის სახლიდან აცნობეს, თემაზე მოხსენებებით წარდგებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე, ბრაზილიის ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორა, ფრანგული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჟილ კარასო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა არგანაშვილი.

"17 მაისის აღნიშვნა საქართველოს ლგბტ საზოგადოებისა და აქტივისტებისთვის ძალზე რული აღმოჩნდა. საპროტესტო აქციას რელიგიური ლიდერებისა და ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი თავს დაესხა. პრეზენტაცია დეტალურად აღწერს საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნისთვის მზადებასა და შედეგებს, შეეხება ასეთი მკვეთრი აგრესიის შესაძლო მიზეზებს და ამ საკითხში ეკლესიის, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას", - აცხადებს "იდენტობის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე.

შეხვედრაზე ბრაზილიის ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორა წარდგება მოხსენებით - ლგბტ უფლებები: ბრაზილიური პერსპექტივა, ფრანგული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჟილ კარასო კი ისაუბრებს თემაზე - წინააღმდეგობრივი რეფორმის განხორციელება, "ქორწინება ყველასათვის": საფრანგეთის მაგალითი. დაგეგმილია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ანა არგანაშვილის სიტყვით გამოსვლაც.

შეხვედრის მოდერატორი იქნება ევროპის სახლის აღმასრულებელი დირექტორი მაია ნიკოლაიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში