ავტობაზრობა MYAUTO დღეს ორი წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტობაზრობა - MYAUTO (თბილისი-რუსთავი 19 კმ), რომელიც ძირითადად კომერციულ ავტოსატრანსპორტო სეგმენტზე მუშაობს , ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. 

იუბილესთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის თვითმმართველობის მხარდაჭერით ავტობაზრობაზე მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები იგეგმება. დილიდან დაიწყება სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრები, წარმოდგენილი იქნება ფლეშმობი და სიურპრიზები ავტობაზრობის სტუმრებისათვის. 

გარდა ამისა, ავტობაზრობაზე, როგორც ბიზნესტურიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ჰაბში საქართველოში, მოეწყობა კუთხე, რომლებიც ყოფილი დსთ-ის სივრციდან ათასობით ტურისტს უკეთ გააცნობს საქართველოს. მოეწყობა ქართული ეთნოგრაფიული კუთხე ქართული ღვინის და კულინარიული შედევრების უკეთ წარმოსაჩენად.

"საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ერთ-ერთ მზარდ მიმართულებას ავტომობილების რეექსპორტი წარმოადგენს. 2012 წლის განმავლობაში რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია, რაც რამდენიმე მილიონის ბრუნვას, ასობით ათასობით ლარის შენატანს ქართულ ბიუჯეტში და ასობით ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ვთვლით, რომ ამ ტიპის ბიზნეს მხარდაჭერა სახელმიწფოსა და კერძო სექტორის მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს, როგორც ტურისტული დერეფნის გააქტიურება ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის და მომსახურების სფეროში", - აცხადებს ავტობაზრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ალხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ღონისძიებებს რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის საინვესტიციო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.  

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება