ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები დღეიდან 9 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც სურს ექსტერნატის ფორმით დაძლიოს მისი ასაკის შესაბამისი კლასი და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი. ამასთან, ექსტერნად რეგისტრირდება ის პირი, ვისაც გაცდენების გამო უწევს საგნის ან კლასის დაძლევა ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება. მინისტრის თანხმობას არ საჭიროებს პირი, რომელიც დაბადებულია 1996 წელს, დაძლეული აქვს მე-11 კლასი და სურს მე-12 კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება.
1996 წელს დაბადებულ პირებს, უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის რესურსცენტრს და მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე.
ამასთან, 1996 წელს დაბადებული პირი ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის დაძლევის შემთხვევაში ვერ მიიღებს ატესტატს მანამ, სანამ არ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის დანიშნული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"