ქრთამის აღების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა , ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, 1955 წელს დაბადებული მალხაზ მიტიჩაშვილი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა, რისთვისაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4000 აშშ დოლარი.

მალხაზ მიტიჩაშვილი ამჟამად დაკავებულია.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება