11.09.2013

11.09.2013

თამაზ ჭილაძე - "მჯერა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არ მიატოვებს, საქართველო მისთვისაც ბედისწერაა"

მომავალი პრემიერის ვინაობის ცოდნას საზოგადოება არ იმსახურებს?!

რა ხდება იაშვილის კლინიკაში?! (მეორე სერია)

ვინ გადააფიქრებინა ივანიშვილს სააკაშვილის დაპატიმრება და რას ამბობენ კოალიციაში

* * *

"ბოლო საუკუნის უკიდურესად პოლიტიზებულ სამყაროში არ მსმენია მეორე მაგალითი, გამარჯვებულ პოლიტიკოსს, უფრო ზუსტად, გამარჯვებულ ხელისუფალს საკუთარი ნებით დაეთმო ძალაუფლება, ამაღლებულიყო პოლიტიკაზე, ანუ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მაღლა დაეყენებინა ადამიანობის ცნება... არ დაგიმალავთ, ძალიან მწყდება გული და, რა თქმა უნდა, არა მარტო მე - უამრავსა და უამრავ ადამიანს. ამასთანავე, მათთან ერთად მჯერა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არ მიატოვებს, საქართველო მისთვისაც ბედისწერაა", - აცხადებს მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ღმერთმა თითქოს ყველაფერი წაგვართვა და მარტო პოლიტიკოსები დაგვიტოვა" / "მჯერა, ივანიშვილი საქართველოს არ მიატოვებს".

"უაღრესად პოლიტიზებულ სინამდვილეში ვცხოვრობთ. ღმერთმა თითქოს ყველაფერი წაგვართვა და მარტო პოლიტიკოსები დაგვიტოვა. ჩვენი ტელევიზიების მიხედვით საქართველოში მხოლოდ პოლიტიკოსები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, სხვა პროფესიის ადამიანები აღარ არსებობენ, ან თუ არსებობენ, მათ აღარც მწერლობა აინტერესებთ, აღარც თეატრი, აღარც მუსიკა და მხატვრობა, ეს რამდენად ნიშნავს ადამიანურ არსებობას, თვითონ განსაჯეთ. ამ ბოლო წლებში ბევრი რამ ხდებოდა ჩვენში ისეთი, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, ისედაც ყველამ იცის. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილას შადრევანი დგას, თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კი - ველოსიპედი! კულტურას სახელმწიფოს ხელი არც უნდა ეტყობოდეს. სახელმწიფო მას მხოლოდ ეკონომიკურად უნდა ეხმარებოდეს, მის გავრცელებაზე უნდა ზრუნავდეს, მით უმეტეს, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ღარიბ ქვეყანაში, სადაც ჰონორარით ცხოვრება წარმოუდგენელიც კია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ჭილაძე.

"სახელმწიფომ ლიტერატურული და სახელოვნო ჟურნალები კი არ უნდა დახუროს, რაც ჩვენში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, არამარტო შეცდომა, დანაშაულიც იყო, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მათ გავრცელებას, თუნდაც პირადი მაგალითით. მე იმ აზრსაც ვემხრობი, რომ შეიძლება გაიხსნას ერთი სახელმწიფო გამომცემლობა - მაღალი მოთხოვნილებითა და მაღალი ჰონორარით. ასევე შეიძლება გაიხსნას ერთი თეატრიც, რომელიც მხოლოდ ეროვნულ დრამატურგიას წარმოადგენდა, რისი მსგავსიც რამდენიმე ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს. ამაზე ლაპარაკს მე ალბათ დილამდე ვერ დავამთავრებ, ამიტომ სჯობს აქ გავჩერდე. ერთს დავამატებ მხოლოდ: ყველაზე მძიმე ვითარებაში ჩვენი ხალხი გადარჩენის ინსტინქტით კი არა, ფხიზელი, გონებისმიერი ქმედებით ჩვენს უძველეს კულტურას თავდაცვის იარაღად გარდაქმნიდა, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია იგი. პირდაპირ რომ ვთქვა, დღევანდელ დღემდე ჩვენი ხალხი უძველესი და უნიკალური კულტურის წყალობით მოვიდა და სწორედ კულტურა იქნება მისი ღირსეულ მომავალში შესვლის გარანტი", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"უცნაურია, ამოდენა დრომ გაიარა, რაც ამქვეყნად ვარ და ჩემს არსებაში არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, მხოლოდ გარემოება არ ძერწავს ადამიანის პიროვნებას. უნებურად იბადება აზრი, რომ თვითეული ჩვენგანი რაღაც მისიით ვართ მოვლენილნი ამქვეყნად. შემთხვევით არაფერი ხდება. ვინც წვდება საკუთარი მოვლინების აზრს, ის სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება, ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისი სახელი მთელი ისტორიის მანძილზე მოსდევს, მოჰყვება კაცობრიობას, როგორც საკუთარი არსებობის გამართლება, რწმენა და იმედი ყველა ადამიანის შესაძლებლობისა, ამდენად, როგორც ნუგეში ბიოლოგიურად მოკვდავი არსებისთვის... ბოლომდე ვერიდებოდი ამის თქმას, მაგრამ მაინც ვიტყვი - სიბერე საშინელებაა, "ჭირთა უფრო ჭირიაო", - ეს ჩვენმა ყველაზე დიდმა ადამიანმა თქვა. ამავე დროს, სიბერე და სიმშვიდე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, სიბერე საშინლად მღელვარე, დაძაბული და ტრაგიკული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. მე თუ მკითხავთ - სხვათა შორის, ჭკუას ყველგან და ყოველთვის მოხუცებს ეკითხებოდნენ, მშვიდი სიბერე არ არსებობს და ალბათ ასეც უნდა იყოს", - დასძენს თამაზ ჭილაძე.

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერის უფლებები რეალურად ლამის იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე დღეს პრეზიდენტს გააჩნია. თუკი იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის მიერ ერთხელ დანიშნული პრემიერ-მინისტრის გადაყენება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, საზოგადოების ინტერესი ამ თანამდებობის დამკავებლის მიმართ ადვილი ასახსნელია. ივანიშვილი კი საზოგადოების ამ ლეგიტიმური ინტერესის მიუხედავად, კანდიდატის დასახელებაზე კატეგორიულად ამბობს უარს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის ვინაობა საარჩევნო პროგრამების პარალელურად განიხილება და მოსახლეობა ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ არჩევანს ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც აკეთებს. ივანიშვილის დუმილს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მარგველაშვილმა მხარდამჭერები არ დაკარგოს. თუმცა, ეს მიზეზიც იქამდე მიდის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის და საზოგადოებასაც ამიტომ არ თვლიან იმის ღირსად, რომ სრულყოფილი არჩევანის საშუალება ჰქონდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მომავალი პრემიერის ვინაობის ცოდნას საზოგადოება არ იმსახურებს.

"ძირითადი მოტივი, რის გამოც ჩვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა არ ვიცით, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. რეალურად პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელების დღიდან ჩვენ ვამბობთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არის ივანიშვილი და ის განაპირობებს "ქართული ოცნების" წარმატებას არჩევნებზე. ამიტომაც ამ არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს ივანიშვილი-მარგველაშვილის დუეტს. მას შემდეგ კი, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან წავა, მისი, როგორც მარგველაშვილის კამპანიაში ძირითადი წარმმართველი ფაქტორი, რა თქმა უნდა, დარჩა, მაგრამ მხარდამჭერებში ამან შესამჩნევი დაბნეულობა შეიტანა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ დუეტში გამწევი ძალა ისევ ივანიშვილია და წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ვიცით, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ვინც უნდა იყოს, მისი მიმღებლობა საზოგადოების მხრიდან შეუდარებლად დაბალი იქნება, ვიდრე ივანიშვილის. ამიტომაც, თუ არჩევნებზე იქნება არა მარგველაშვილ-ივანიშვილის დუეტი, არამედ მარგველაშვილისა და ვიღაც ნებისმიერი სხვის, ასეთ შემთხვევაში მარგველაშვილის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

"ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ყველა წინამორბედთან შედარებით ყველაზე სუსტია, ძირითადი გამწევი ძალაც თუ ჩამოშორდება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ ის ისედაც მიდის, არჩევნებს რომ ვეღარ მოიგებს, ცხადია. საპარლამენტო არჩევნებში ირჩევდნენ ივანიშვილს და არავის სხვას. არაერთხელ გვითქვამს, რომ პარლამენტში კოალიციის ყველა მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. ახლა გამოდის, რომ ამ ყველაფერს ეთიშება ივანიშვილი, ხოლო ისინი, რომლებიც არ აგვირჩევია და ივანიშვილის მიერ აღებული მანდატებით სარგებლობენ, რჩებიან, ისევე როგორც ამავე პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

"რა თქმა უნდა, ივანიშვილის გადაწყვეტილებას, არ გაახმაუროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მას რომ უფრო ადრე წარედგინა კანდიდატი, რაღაც მნიშვნელოვანი როლი მიეცა და ჩვენ გვენახა, რამდენად შეძლებდა ქვეყანაში ლამის პირველ პირობას, გაცილებით გასაგები იქნებოდა მისი ეს გადაწყვეტილებაც. ჩვენ კი ვიცოდით, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დიდხანს არ დარჩებოდა, მაგრამ საზოგადოება არ არის ვალდებული, ბრმად ენდოს მის არჩევანს და მივიღოთ ის ადამიანი პრემიერად, ვისაც ივანიშვილი გადაწყვეტს - თავსმოხვევა კიდევ რბილი შეფასება შეიძლება იყოს. თავსმოხვევა არის მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, რადგან მას რეალურად საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია და რომ არა ივანიშვილი, საქართველოში მისი მხარდამჭერი ადამიანი არ იქნებოდა დღესაც კი. ამიტომაც ეს არის კანდიდატის თავსმოხვევა, მაგრამ როდესაც პირდაპირ დაგვისვამენ პრემიერ-მინისტრს, ეს უკვე თავსმოხვევაზე გაცილებით მეტია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.

"იქნებ საზოგადოებას არ მოგვწონს ეს კანდიდატი, სად მივდივართ? ვინ თქვა, რომ დემოკრატია იყო, არის ან უახლოეს პერსპექტივაში იქნება? ხალხმა საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილს მისცა ხმა, თანაც ისე, რომ ის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა და ეს უკვე მახინჯი პროცესია, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. დემოკრატიულ პროცესში საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას და ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულია, საზოგადოებას აძლევს საშუალებას, აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. საქართველოში, ცალკეული პირების გარდა, არავინ არ არის მზად დემოკრატიისთვის. დემოკრატიის დროს გააჩნიათ უფლებები და პასუხისმგებლობა, ჩვენთან კი ან ერთი არ არის, ან მეორე, ან არც ერთი", - განმარტავს არჩილ გამზარდია.

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბედი კვლავ გაურკვეველია. ექიმები ამბობენ, რომ თურქი ეროვნების ახალი მფლობელი თეკინ ატეკი კლინიკაში ხმაურიანი აქციების შემდეგ აღარ გამოჩენილა. ამავე დროს, ინციდენტის შესახებ, რომელიც მფლობელსა და ექიმებს შორის მოხდა, ძიება დაწყებულია. ექიმები დაიკითხნენ, თუმცა ამის მეტი მათ არაფერი იციან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თურქი ინვესტორი "იაშვილში" აქციების მერე არ გამოჩენილა / ინციდენტზე გამოძიება მიდის, თუმცა ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ სკანდალი ხელოვნურადაა გაბუქებული.

"რამდენადაც ვიცი, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ახალი მფლობელი კლინიკაში აღარ გამოჩენილა. რა ხდება და რა ელის კლინიკას, არ ვიცით. პოლიციაში იმ ფაქტთან დაკავშირებით დამკითხეს. მას შემდეგ კი აღარც შემომხმიანებიან და აღარც დამატებით უკითხავთ რამე. არც ის ვიცი, მფლობელი დაკითხეს თუ არა. ერთი კვირა დაველოდები და მერე მოვიკითხავ, რა ხდება. მოვიფიქრებთ, რას ვიზამთ. კოლექტივი ისევ იმ აზრზეა, რომ ახალ მფლობელს კლინიკაში აღარ შემოვუშვებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმი მარინა ფირცხალავა.

"რა გადაწყდა კლინიკასთან დაკავშირებით, არც ყოფილმა მეპატრონემ გია ნაცვლიშვილმა იცის: "მას მერე ახალი არაფერია. იმ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით ძიება დაიწყო. ექიმები დაიკითხნენ და ალბათ, რამე დასკვნას გამოიტანენ. არც ის ვიცი, გამოჩნდა თუ არა ახალი მფლობელი კლინიკაში იმ აქციის მერე". ამბობს გია ნაცვლიშვილი. ინკოგნიტო ექიმის აზრით კი ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარეობს ბრძოლა, ვის ხელში დარჩება საავადმყოფო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბოლო დღეებში ბევრი რამ დაიწერა და მათი უმეტესობა აბსოლუტური ტყუილი იყო. ათასგვარი რამ თქვეს - თითქოს თურქი ინვესტორი ხატებს ებრძოდეს, კარებს ამტვრევდეს, დიდი თურქობაო და რა აღარ დაწერეს. ეს ყველაფერი სისულელეა, უბრალოდ მეცინება. ერთადერთი ინციდენტი მოხდა და ეს მხოლოდ ორ ექიმს შეეხო - კომპიუტერს დაარტყა მუშტი, არც შუშა ჩაუმტვრევია და არც კარი შეუნგრევია. რაც შეეხება ხატებს - ყველა სართულზე არის კუთხე, სადაც ხატებია გაკრული. სანთლებს კედლებზე ანთებენ და ა.შ. ამ ხატების გვერდით ხალხი სიგარეტს ეწევა. ახალმა მფლობელმა ამის სანაცვლოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამლოცველო აშენდეს, სადაც ხალხს ლოცვის საშუალება ექნება - რა არის ამაში ცუდი? არც თურქულის სწავლა დაუძალებია ვინმეს ჩვენთვის. იქნებ თავად ესწავლა ქართული რომ დასცლოდა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამბობენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო ექიმი.

"საავადმყოფის უამრავი პრობლემა აქვს და ჯობს ყურადღება ამაზე გამახვილდეს. მე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში ვმუშაობ და ყოველდღე რამდენიმე ახალშობილი იღუპება იმის გამო, რომ არც ერთ საავადმყოფოში ახალშობილთა სუნთქვის აპარატი არ არის... პრობლემა ისაა, რომ მოწამლული 15 წლის გოგო იაშვილში ვერ წვებოდა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო. არადა, ტოქსიკოლოგიის განყოფილება მხოლოდ იაშვილშია. მძიმე პაციენტი რომ მოდის, ვაჭრობა იწყება - მიიღონ თუ არა და ვინ გაიყვანონ რეანიმაციიდან ახლის მისაღებად, რადგან ადგილები არ არის, აპარატურა არ არის. ჯობს, ამაზე ვილაპარაკოთ და არა თურქებზე", - დასძენს ინკოგნიტო ექიმი.

"გასულ კვირას იაშვილის კლინიკაში არეულობა იყო. ექიმების პროტესტის მიზეზი საავადმყოფოს ახალი მფლობელი გახდა. მათი განცხადებით, თურქი მეპატრონე თექინ ატიკი იაშვილის, ციციშვილისა და "ახალი სიცოცხლის" თანამშრომლებს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფს, პაციენტებს დისკომფორტს უქმნის, საავადმყოფოში კი ხატებს კრძალავს. რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თექინ ატიკს პოლიციაში უჩივლა. მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა, მინისტრი დავით სერგიენკო პირადად შეხვდა თურქული კომპანია "უნივერსალ გრუპის" ხელმძღვანელ თექინ ატიკს და დატუქსა. მინისტრის თქმით, კლინიკა ძველმა მეპატრონეებმა ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თექინ ატიკი: "ხატები რომ დავინახე, გამიკვირდა".

"ჩვენი კომპანია აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და აფრიკაში ფლობს საავადმყოფოებს. შევიტყვეთ, რომ საქართველოშიც იყიდებოდა კლინიკები და უძრავი ქონების აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით "ავანტე ჯგუფის" წარმომადგენლებს - ზაზა კაპანაძესა და გია ნაცვლიშვილს. ეს კლინიკები ყველა კანონის დაცვით შევიძინეთ, ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში, დავით სერგიენკო რომ ამბობს, დაუკითხავად გაიყიდა კლინიკებიო, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ზუსტად არ მახსოვს, ვის შევხვდით ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ საბუთებში ყველაფერი წერია. უკანონოდ არაფერი შემიძენია და თუ მინისტრი სერგიენკო აღმოაჩენს კანონდარღვევას, წავალთ საქართველოდან. გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტი, წინასწარ შედგა თანამშრომლობის მემორანდუმიც, თანხა კი ხელმისაწვდომი არ არის, გაყინულია ანგარიში, რადგან ვამოწმებთ, რა ქონება გადმოგვცა ძველმა მფლობელმა. თუ დაგვაკლდება სამედიცინო აპარატურა, რომელიც საბუთების მიხედვით ჩვენ გვეკუთვნის, მის ღირებულებას გამოვაკლებთ გადახდილ თანხას, ანუ 20 მილიონს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თექინ ატიკი.

"არაფხიზელ მდგომარეობაში ერთხელაც არ მივსულვარ კლინიკაში. რაც შეეხება ღამის ე.წ. შემოვლებს, თურქეთში ასეთი წესი გვაქვს, რადგან ამ დროს შეგიძლია ყველაზე კარგად გაიგო, რა მდგომარეობაა კლინიკაში. მე ვარ თურქული მხარის წარმომადგენელი და შესაბამისად, მაქვს უფლება, ვიცოდე, რა ხდება კლინიკაში. ალაჰი მაღალია, მან იცის, რა არის სიმართლე და რა არა. ერთ-ერთი შემოწმებისას საავადმყოფოში შემხვდა გორელი ბიჭუნას მშობელი, მითხრა, სამი დღეა ჩემი შვილი აქ წევს და ტომოგრაფიის დისკს არ ამოწმებენ ექიმებიო. სხვათა შორის, ის დისკი დღემდე არ უნახავთ იაშვილის კლინიკის ექიმებს. ამაზე გავგიჟდი და მოვითხოვე დისკის შემოწმება, მითხრეს, კომპიუტერი არ მუშაობსო. არც არაფერი დამიმტვრევია და არც რეანიმაციაში შევვარდნილვარ - რას ეძახიან ეგენი რეანიმაციაში შევარდნასა და სათვალის თავზე გადამტვრევას? აღელვებული ვიყავი, კომპიუტერის მონიტორი ავიღე და ისევ დავდე მაგიდაზე. თან ხმამაღლა გამოვთქვამდი უკმაყოფილებას", - განმარტავს რესპონდენტი.

"მარინა ფირცხალავამ პოლიციაში მიჩივლა, თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, თითქოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, რამდენიმე დღის წინ კი ჩვენება შეცვალა და წერს, მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხმყოო. იქვე განმარტავს, რომ თურქული არ იცის და ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი შეურაცხყოფად მიიღო. რატომ შეცვალა ამ ქალმა ჩვენება, თუ ის, რასაც ამბობენ, სიმართლეა? რაც შეეხება "სექსის შეთავაზებას", თუ სინდისი უფლებას მოგცემთ, თავადაც შეგიძლიათ, აქედან რომ გახვალთ, იგივე დამაბრალოთ", - დასძენს თექინ ატიკი და შეკითხვას - "ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება ვინ მიიღო თურქეთში?" - პასუხობს:

"მე არ მითქვამს, რომ ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება თურქეთში მიიღეს, ეს არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ისლამში ცნება "ხატი" არ არსებობს. პირველად ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელ დავით რეხვიაშვილის კაბინეტში რომ ვნახე კედელზე ხატები და გამიკვირდა, დათომ ამიხსნა, როგორც თქვენ გყავთ ათა თურქი, ისეა ჩვენთვის წმინდანებიო. ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ აგორდა, ძველი მმართველობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. ჩვენ შევისწავლეთ იაშვილის კლინიკის ფინანსური მხარე და აღმოჩნდა, რომ იქაურობა ფულის კეთების ბუდეა. დავიბარეთ კონკრეტული ადამიანი და ვკითხეთ, სად მიდიოდა ეს თანხა. ალბათ, იფიქრეს, ამათგან ვერაფერს მივიღებთო და დაგეგმეს ეს პროვოკაცია. საავადმყოფო ვისგანაც შევიძინეთ, მანაც იგივე გვითხრა, იმის გაკონტროლება, საით მიედინებოდა თანხები, ჩემთვის შეუძლებელი იყოო, ამიტომაც გაყიდეს".

"ქართული ოცნება" რჩება სამართლიანობის აღდგენის მომხრე კოალიციად და ჩვენ მკაცრად გვაქვს ჩამოყალიბებული მიზანი, რომ საქართველოში სამართლიანობა უნდა აღდგეს. ვისაც დაუდასტურდება დანაშაული, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არავის შეუტანია. უბრალოდ, პოლიტიკოსები ვერ გამოიტანენ განაჩენს. ამისთვის ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გარემო. წინასაარჩევნო პერიოდია და უწყებათაშორისმა კომისიამ პირდაპირ გამოსცა რეკომენდაცია, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნას გამოყენებული დაკითხვის ან დაკავების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ გადააფიქრებინა ივანიშვილს სააკაშვილის დაპატიმრება და რას ამბობენ კოალიციაში?

"საზოგადოებაში ნამდვილად არის უარყოფითი განწყობა - თანაარსებობა პრეზიდენტის ვერტიკალსა და დანარჩენ ხელისუფლების განშტოებებს შორის აღიზიანებს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში კოაბიტაცია არის არა მთავრობასა და პარლამენტს შორის, არამედ კოაბიტაცია გვიწევს მთავრობას პარლამენტსა და პრეზიდენტის ქვეშ არსებულ ვერტიკალს შორის. ჩვენ გვახსოვს თენგიზ გუნავას საქმე, როდესაც დაუდასტურდა დანაშაული და პრეზიდენტმა ის შეიწყალა. ის იყენებს ბოროტად თავის თანამდებობას. იმის თქმა მინდა, რომ რეალურად კოაბიტაცია არის პრეზიდენტის ვერტიკალსა და მთავრობა-პარლამენტს შორის. ის გზა, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" აირჩია, რომ პრეზიდენტმა ერთხელ მაინც დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა, რა თქმა უნდა, არაპოპულარულია და ხალხი ფიქრობს, რომ სამართლიანობა აღდგეს სწრაფად. მაგრამ არიქა-არიქაობით მოხდა ის, რაც მოხდა. მართლმსაჯულება ისეთი რამეა, ადრე თუ გვიან ყველას კარზე მიუკაკუნებს და არ არის საჭირო სიჩქარე და პანიკური მოქმედება. ნაადრევია დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოში ყველას ყველაფერი ეპატიება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.

"პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკური დაკვეთების გაცემაზე. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს სამართლებრივი კულტურა. მოქალაქეები უნდა იყვნენ კანონიერების მრწამსით აღჭურვილი და არა შურისძიების მრწამსით. არ არსებობს მიზანი, რომელიც ამართლებს ყველა საშუალებას. რაც შეეხება მოსამართლეებს, აქაც იმავე არჩევანი გვაქვს - ან ჯოხით მივიდეთ და გამოვყაროთ ისინი სასამართლოდან, ვინც მართლაც 9 წლის განმავლობაში უკანონო განაჩენები გამოიტანა ან სამართლებრივი გზებით მოვახდინოთ იმ მოსამართლეთა გამოკვეთა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ადამიანების უფლებების უხეშ და არაერთჯერად დარღვევაში. ეს არ არის პოპულისტური გზა, ეს არის რთული გზა, მაგრამ სწორი", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი და შეკითხვას - "გასაგებია, დეპუტატი ხართ და ვერ ისაუბრებთ ყველას სახელით, მაგრამ როგორც ცალკე აღებული მოქალაქე თუ ფიქრობთ, რომ მიხელ სააკაშვილი დამნაშავეა და თუ არ დააპატიმრეს, რას მოიმოქმედებთ?" - პასუხობს:

"მე რომ არ მქონდეს ის სტატუსი, რაც დღეს მაქვს, რა თქმა უნდა, გეტყოდით, რისი მოლოდინიც გაქვთ და სწორად გაქვთ ეს მოლოდინი. მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ რაც გულითა და სამართლით სწადია, ის არ თქვას და არ გამოხატოს. უმჯობესია, პროცესებს დაველოდოთ".

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს