თბილისის მე-13 პოლიკლინიკა შესაძლოა, ინვესტორს ჩამოერთვას

საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, თბილისის მე-13 პოლიკლინიკა ინვესტორს ჩამოერთვას. თბილისის საკრებულოში მე-13 პოლიკლინიკის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე მაკა გვარამია ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ინვესტორი, კომპანია "მედიკომის" დამფუძნებელი კახა ლომსაძე, მე-13 პოლიკლინიკის ექიმები, მედიკოსთა პროფკავშირისა და თბილისის საკრებულოს წევრები. სხდომაზე მიწვევის მიუხედავად არ ესწრებოდა თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია.

პოლიკლინიკის გასხვისების სამართლიანობასთან დაკავშირებით ორივე მხარემ თავიანთი პოზიცია დაფიქსირა. სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრებსა და ინვესტორს შორის კამათი გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ მაკა გვარამიამ ინვესტორთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კახა ლომსაძე შემჩნეულია სამედიცინო ობიექტების ყიდვაში, შემდეგ მალევე ეს ობიექტები სხვისდება და ერთი და იგივე ჯგუფის ხელში ხვდება. აღნიშნულმა განცხადებამ კახა ლომსაძე გაანაწყენა. მისი თქმით, ის ინვესტორია და ამის უფლება აქვს. დღევანდელი სხდომა, მის მიმართ კითხვების სიმრავლის გამო, ლომსაძემ პროკურატურაში დაკითხვას შეადარა.

"პროკურატურაში დაკითხვაზე ვარ თუ რა?!", _ განაცხადა კახა ლომსაძემ. საკრებულოს უმრავლესობის წევრი მიხეილ ქავთარაძე ლომსაძის ამ რეპლიკამ გააღიზიანა. მან ლომსაძეს მიმართა, რომ ის ინვესტორი არ არის და საკრებულოში სწორედ დაკითხვაზე იმყოფება, ამდენად, შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ლომსაძეს პოლიკლინიკაში ინვესტირება სრულად განხორციელებული არ აქვს. შესაბამისად, ის არ არის მე-13 პოლიკლინიკისა და კლინიკა "შუა ქალაქში" მფლობელი. ამის მიუხედავად, ახლახანს მედპერსონალს მან ამ ორი გაერთიანებული კლინიკის მმართველი წარუდგინა. მაკა გვარამიას თქმით, ინვესტორმა მე-13 პოლიკლინიკის შესაძენად ინვესტიცია მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერია კლინიკას უკან დაიბრუნებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თავად კახა ლომსაძემ განაცხადა, მას არ ეძლევა საშუალება ინვესტიცია განახორციელოს, რადგან მე-13 პოლიკლინიკის მედპერსონალი მუდმივად აქციებს მართავენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დაფარული აქვს 100 ათასი ლარი და 1 დეკემბრამდე 1 მლნ. ლარი უნდა დაფაროს.

პოლიკლინიკებისთვის მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით კი ლომსაძემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელი მერიამ დანიშნა.

თავის მხრივ, ამ ფაქტზე თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დედაქალაქის მერიამ, მე-13 პოლიკლინიკისა და კლინიკა "შუა ქალაქში" მართველად პირი ინვესტორის წარდგინებით დანიშნა. მისივე თქმით, პოლიკლინიკის გასხვისების პირობები აუდიტის სამსახურმა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ და თუ საჭირო გახდა, საგამოძიებო სამსახურმაც უნდა შეისწავლოს.

შპს "შუა ქალაქი" და მე-13 პოლიკლინიკა 2009 წელს აუქციონის წესით გასხვისდა. კომპანია "მედიკომი" ორივე კომპანიის წილებს ფლობს. მე-13 პოლიკლინიკის მედპერსონალი კომპანიამ "შუა ქალაქის" შენობაში გადაიყვანა, რომელიც ლაღიძის ქ.#8-ში მდებარეობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში