2013 წლის რევოლუციური ტექნოლოგიები რომელიც მსოფლიოს შეცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ელიტარულ კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენდა, შექმნა ახალი, სენსაციური, ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენ წარმოდგენას ზოგადად ტექნიკის შესაძლებლობებზე.
მასმედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, მის მიმართ ინტერესი წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება.
ტექნოლოგიის პრეზენტაცია 2013 წელ კარნეგის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში(Carnegie University of Technology) გაიმართება.
ახალი გამოგონების შესახებ კომენტარი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"წარმოიდგინეთ, გაქვთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა; ნერვიულობთ, რომ დაგავიწყდებათ დეტალები, ფაქტები, რიცხვები…
ახლა წარმოიდგინეთ, შეხვედრაზე მიგაქვთ თქვენთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, საუბრის პარალელურად მას ეცნობით, თან ისე, რომ საქმიანი პარტნიორი მას ვერ ხედავს. ეს უკვე რეალობაა, ინოვაციური პროდუქტი, სათვალე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის - "Augmented Reality"- ის საშუალებით სასურველ ინფორმაციას თქვენს მიკროსამყაროში, თქვენი თვალის წინ მოაქცევს.
ყველას გვსმენია ვირტუალური რეალობის შესახებ, რომელიც კომპიუტერით სიმულირებული გარემოა. მისგან განსხვავებით, "Augmented Reality" არის კომპიუტერში გენერირებული რეალობა. კომპიუტერში სიმულირებული სამყაროს შექმნის ნაცვლად, ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, აქამდე არნახული მოცულობით შევისწავლოთ ჩვენ გარშემო არსებული რეალური სამყარო.
ფაქტია, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა 21-ე საუკუნეში განსაცვიფრებელ მასშტაბებს მიაღწია. ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი მიღწევებისა, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას."
R

























