"თბილისის განვითარების ფონდი" ფოტოკონკურსს "ახალი ძველი თბილისი" აცხადებს

თბილისის მერიასთან არსებული "თბილისის განვითარების ფონდი" ფოტოკონკურსს, სახელწოდებით "ახალი ძველი თბილისი" აცხადებს.

როგორც ფონდის თავმჯდომარე დავით იოსელიანმა საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ან უკვე რეაბილიტირებულ უბნებში (კალა უბანი, აბანოთუბანი, ლეღვთახევი, რიყე, აღმაშენებლის გამზირი, მარჯანიშვილის მოედანი, მარჯანიშვილის ქუჩა, ზაარბრუკენის მოედანი, მეტეხის აღმართი, ჯორბენაძის ქუჩა, მაჩაბლის N17, მთაწმინდის ტრამვაი, გმირთა მოედანი, პუშკინის ქუჩა, ცაბაძის ქუჩა, ბოტანიკურის ქუჩა, ჩახრუხაძის ქუჩა, ბარათაშვილის გუმბათიანი.) გადაღებული ფერადი ფოტოები უნდა წარმოადგინონ.

"ნამუშევრები თბილისის განვითარების ფონდის ელექტრონულ მისამართზე info@tdf.ge უკვე დღეიდან მიიღება და 10 ნოემბრის 24 საათზე დასრულდება. საკონკურსო ფოტოები გამოქვეყნებული იქნება თბილისის განვითარების ფონდის Facebook-ის გვერდზე https://www.faebook.co /თბილისის განვითარების ფონდი ფოტოკონკურსის ალბომში. კონკურსის გამარჯვებულებს - გრანპრის, თითო -I, II, და სამ III ადგილს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გრანპრის მფლობელს კონკურსის ორგანიზატორი, თბილისის განვითარების ფონდი დასაქმების ერთწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს; I ადგილის მფლობელი ფოტოაპარატით - Nikon D7000 18X135, II ადგილი კი iPad 4-ით (64 GB 4G) დაჯილდოვდება. III ადგილების მფლობელებს თითოეულს 1000–1000 ლარი გადაეცემა. ასევე გამოვლინდება ხალხის ფავორიტი. პორტატული კომპიუტერი - Fujitsu AH552/შL გადაეცემა იმ ფოტოს ავტორს, რომელიც Facebook-ის თბილისის განვითარების ფონდის გვერდზე ჰტტპს://წწწ.ფაცებოოკ.ცომ/ტბილისისგანვიტარებისფონდი 12 ნოემბრის 24 საათამდე ყველაზე მეტ მოწონებას (ლიკე)დააგროვებს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე განმარტებით, კონკურსის დასკვნითი ეტაპი - საუკეთესო ნამუშევრების ფოტოგამოფენა თბილისის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართება, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში