მიხეილ ღურწკაია - სად-ი მზად არის, ორი პატიმრის შესახებ ვიდეომასალა გამოძიებას გადასცეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ ადვოკატ ირმა შალამბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ორ პატიმარს ცანავასა და ყურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ პრესკონფერენცია გამართა.

ღურწკაიამ მედიის წარმომადგენლებს ფოტომასალა წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ასახავს რომ პატიმარი ირაკლი ცანავა წინააღმდეგობას უწევს სად-ის თანამშრომლებს. ღურწკაიას თქმით, ამაზე არსებობს ვიდეომასალა და დეპარტამენტს გამოძიებაც აქვს დაწყებული პატიმრის მიერ წინააღამდეგობის გაწევასთან დაკავშირებით.

ამასთან, ღურწკაიამ უარყო ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციამ ძალადობა განახორციელა და აღნიშნა, რომ ყურუა საერთოდ არ ჰყოლიათ ადმინისტრაციის შენობაში, რაზეც პატიმარი საუბრობს.

InterPressNews.Geმიხეილ ღურწკაიას თქმით, ორივე პატიმრის ბრალდებები ბათილდება იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც დაწესებულებებშია გადაღებული.

"ორივე პატიმრის საკანში სათვალთვალო კამერით გადაღებული სრული ვიდეომასალა გაგვაჩნია", - განაცხადა ღურწკაიამ.

სად-ის თავმჯდომარის განცხადებით, დეპარტამენტი მზად არის ვიდეომასალა გამოძიებას გადასცეს.

ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ, რომელიც იცავს ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ კობა ყურუას და ირაკლი ცანავას, აღნიშნული პატიმრების გამოკითხვის ოქმი გაავრცელა.

ოქმში ყურუა ამბობს, რომ მას აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით, #7 დაწესებულების ციხის დირექტორის მოადგილე სახელად გია, დაემუქრა, რომ ხელჯოხს უკან გაუკეთებდა, თუკი ადუაშვილის მკვლელობას ხელს არ მოაწერდა.

InterPressNews.Geმეორე პატიმარი ირაკლი ცანავა კი, გამოკითხვის ოქმში წევრს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის, ტარიელ ფოცხვერიასთვის "ობშიაკის" სახით, 1000 დოლარის გადარიცხვა უნდა ეღიარებინდა, რადგან პატიმრის თქმით, უთხრეს, რომ გამოძიებას "უჭირს და ის უნდა დაეხმაროს". ცანავა ოქმში წერს, რომ თანამშრომლობაზე უარის შემდეგ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ #6 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მოადგილე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა