"საქართველოს ბანკმა" თბილისში კიდევ ერთი Express სერვისცენტრი გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, ახალი Express-ი გორგასალის ქუჩაზე, #41-ში მდებარეობს.
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, Express სერვისცენტრში, მომხმარებელს საშუალება აქვს, ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით.
Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია - ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.
ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის" უკვე 42 Express სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებელს Express-ის ქსელის შესახებ, შეუძლია ვებგვერდზე - www.expressbank.ge.