ქობულეთში შემოვლითი გზა გაიხსნა

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნეს.

ქობულეთის შემოვლითი გზა ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მოძრაობას კომფორტულს ხდის.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და პროექტი გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა. ნარმანიას თქმით, წლების განმავლობაში, ქობულეთის მონაკვეთზე ხმაური დისკომფორტს უქმნიდა დამსვენებლებს და აღნიშნული გზა, როგორც საკურორტო, ასევე ტრანზიტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე 12 კმ-ია.

როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, ყოველდღიურად სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 1000-მდე სატვირთო მანქანა, ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება, აღნიშნული გზა კი მოძრაობას განტვირთავს.

ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული გზა მნიშვნელოვნად გააიოლებს სატრანზიტო მოძრაობას თურქეთ-საქართველოს მიმართულებით.

"პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალ-ბეტონის საფარი, მოეწყო 13 წყალგამტარი მილი, აშენდა 14 სახიდე გადასავლელი და 3 მიწისქვეშა გადასასვლელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს