ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის, გოგა ძველაიას ოჯახს დღეს, ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ძველაიას ოჯახის ადვოკატმა განუცხადა, ფირის ჩვენებას, სადაც ასახულია ქუთაისის ციხეში 16 წლის გოგა ძველაიას პატიმრობის პერიოდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც დაესწრება.
ჩანაწერის ჩვენება სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდება.
16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში ერთი დღის გადაყვანილი იყო, რა დროსაც საკანში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
ძველაიას ოჯახმა ამ ვერსიის დამაჯერებლობა ეჭვქვეშ დააყენა და ციხის კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ნახვა მოითხოვა. სწორედ ციხის დერეფანში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოს აჩვენებენ დღეს, გარდაცვლილის ოჯახს.