საქართველოში წელს პირველად საუკეთესო ავტომობილის გამოსავლენად კონკურსი "ოქროს საჭე 2013" ჩატარდება მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოვება - "ოქროს საჭე 2013", რომელიც საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს, საავტომობილო ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოსა" და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც 6 კლასში არიან გადანაწილებული. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს.
ამასთან, "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსის ფარგლებში ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას ჩაერთოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის პროცესში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი.
"ოქროს საჭე" გერმანიაში 1976 წლიდან დაიწყო და დღეს "საავტომობილო ოსკარის" სახელწოდებითაა ცნობილი. წელს საქართველო, ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად, აწყობს დაჯილდოვებას, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელს საქართველოში წარმოაჩინოს თავისი უახლესი მოდელები, უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს მათი უპირატესობები და გახდეს "ოქროს საჭე 2013", – აცხადებს "აუტო ბილდ საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერი ლაშა წიკლაური.
ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართულნი არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.
პირველი, გახსნითი აქცია-ღონისძიება დღეს, 14.00 საათზე, "ნისანის" ცენტრში გაიმართება, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ "ნისანის" ავტომობილები გამოსცადონ.
"ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისათვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში "ვისოლი" საკუთრებაში არსბეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, "ვისოლი" მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა", - აცხადებს "ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
იხილეთ ვიდეო: აირჩიე წლის ავტო! - "აუტო ბილდის" მასშტაბური პროექტი "ოქროს საჭე 2013"