კომპანია RMG Copper-მა FMX KH Kipper-ის თვითმცვლელის ძარით Volvo Trucksს-ის 30 სატვირთო მანქანა შეიძინა. სატვირთო მანქანების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ხვალ, კაზრეთში RMG Copper-ის ტერიტორიაზე გაიმართება.
საქართველოში კომპანია Volvo-ს ოფიციალურ შემოსვლასთან დაკავშირებით, კაზრეთში, RMG Copper-ს კომპანია Volvo თრუცკს -ის პირველი პირები ესტუმრებიან. ღონისძიებაზე Volvo Trucks-ის ვიცე პრეზიდენტი ტორბიორნ უილსონი, RMG Copper-ის აღმასრულებელ დირექტორს - დიმიტრი კალანდაძეს სატვირთო ავტომობილების გასაღებს პირადად გადასცემს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ტექნიკის განახლებისთვის სოლიდური ინვესტიცია - 4 მილიონი ევრო ჩაიდო. ტექნიკის განახლების შედეგად, RMG Copper გადაზიდვების ხარჯი 25% შემცირდება. წარმატების შემთხვევაში, RMG Copper-ი ინვესტიციის გაორმაგებას გეგმავს, რათა კომპანიაში ყველა სატრანსპორტო საშუალების განახლება მოხდეს.
"Volvo თრუცკს-სთან ერთად განხორციელებული ტექნიკის განახლების პროექტი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ კომპანიის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისთვის ეს უმსხვილესი ინვესტიციაა. ამ დღისთვის ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით. სპეციფიკაციების განსასაზღვრად საქართველოში შვეიცარიელი ექსპერტი ჩამოვიდა, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ვითარება და რეკომენდაცია მოგვცა ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ცნობილია, Volvo Trucks-ი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ შევისყიდეთ უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, რომელიც მკაცრ პირობებში მუშაობისთვის არის განკუთვნილი. კარიერში მუშაობისთვის, სადაც ურთულესი პირობებია ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა" - აცხადებს დიმიტრი კალანდაძე.
Volvo Trucks-ში აცხადებენ, რომ კომპანია საქართველოში განვითარებას გეგმავს. "დღეს Volvo Trucks-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ინვესტორებისათვის. განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭიროა ტრანსპორტი, როგორც ერთერთი განუყოფელი ნაწილი ნებისმიერ ინდუსტრიაში. ტრანსპორტი საჭიროა საქონლის წარმოების და წარმოებული ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის. Volvo Trucks-ის სატვირთო მანქანები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისიერი ბიზნესისთვის. ჩვენ მოხარული ვართ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული"- აცხადებს ტორბიორნ უილსონი.
სატვირთო მანქანა Volvo FMX-ი აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო ტექნიკა კარიერში სამუშაოდ. აღნიშნული მანქანები კარიერებში და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი. თვითმცვლელის სპეციფიკაცია გამოირჩევა საბურავების ბაზით 8x4-ზე (4 ღერძი, 8 საბურავი, 4 წამყვანი თვლებით). აღნიშნული მონაცემები უზრუნველყოფს თვითმცვლელის ძარის მეტ მოცულობას და ტვირთამწეობას, ზრდის სატვირთო მანქანის ეფექტურობას (მაგალითად გადააქვს უფრო მეტი ტვირთი, ვიდრე 3-ღეძიანს). სატვირთო მანქანები აღჭურვილია Volvo Trucks-ის დაპატენტებული გამოგონებით Volvo Engine Brake, რომელიც უზრუნველყოფს სამუხრუჭე სისტემის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას, უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას და საწვავის ეკონომიას.
"ჩვენ გვჯერა, რომ Volvo Trucks-ის მაღალტექნოლოგიური სატვირთო მანქანები ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ RMG Copper-ი სამაგალითო იქნება მეზობელი ქვეყნებისთვისაც," - ამბობს ტორბიორნ უილსონი.
საქართველოში Volvo-ს დილერი კომპანა "პრემიერ მოტორსი" იქნება.
Volvo Trucks-ი საავტომობილო ინდუსტრიაში სიდიდით მეორე მწარმოებელი კომპანიაა სატვირთო და სატრანსპორტო სფეროში. კომპანიაში წარმოებული სატვირთო მანქანების 95% მძიმე ტექნიკის სეგმენტს წარმოადგენს და 16 ტონას აღემატება. Volvo Trucks-ი სატვირთო მანქანებს მსოფლიოს 140 ქვეყანაში ყიდის. კომპანიის საწარმოები მდებარეობს შვეიცარიაში, ბელგიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში.
RMG Copper-ი (ყოფილი მადნეული) ერთერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქართული კომპანიაა და მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. RMG Copper-ი სპილენძის კონცენტრატის ერთადერთი მწარმოებელი ქართული კომპანიაა და ქართული ექსპორტის 5%-ს წარმოადგენს. კომპანიაში 2,000 თანამშრომელია დასაქმებული. RMG Copper-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქველმოქმედო პროექტებს და ამ საქმისთვის წელიწადში რამდენიმე მილიონს ხარჯავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"