საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2017 წლისთვის განახევრდება

გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადის დარიცხვის, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება და შემცირება ეტაპობრივად განხორციელდება.

საგადასახადო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის განახევრებას "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცვლილებების პროექტის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე კვლავ 6 წლით იქნება განსაზღვრული, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე 5 წლის ვადით განისაზღვრება, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე - 4 წლით, ხოლო 2017 წლიდან - 3 წლით.

ამავე ცვლილებებში ზუსტდება "საგადასახადო კოდექსის" რიგი დებულებები და უქმდება ნორმა, რომელიც ფინანსთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, კოდექსის ცალკეული ნორმები თავად განმარტოს, გამოსცეს ინსტრუქციები და ის შეხედულებისამებრ მთავრობას შეუთანხმოს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში