მწერლები მწერალთა სახლის შენობის უკან დაბრუნებას მოითხოვენ,; რუსთაველი მწერლებისა და პოეტების განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობამ მათ რამდენიმე თვის წინ მწერალთა სახლის შენობა გაათავისუფლებინეს, შენობიდან გამოყრილნი არიან გაზეთ “სამშვილდესა” და გამომცემლობა “ორბეთის” რედაქციები. მას შემდეგ მათ შენობაში შესვლისა და ღონისძიების გამართვის საშუალება აღარ აქვთ. მწერალთა სახლი კი დღემდე დაკეტილია.
დღეს რუსთაველი მწერლების საპროტესტო აქციას თბილისელი მწერლები და პოეტები რეზო მიშველაძე, მაყვალა გონაშვილი, მზია ხეთაგური და ვაჟა ოთარაშვილიც შეუერთდნენ.
როგორც რუსთავის მერი დავით ნადაშვილი აცხადებს, მწერლები შენობიდან არავის არ გამოუყრია და მათ შენობაში შესვლის უფლება აქვთ, რაც შეეხება მწერალთა სახლში ღონისძიებების გამართვას, რუსთავის მერის განცხადებით ქალაქში რამდენიმე კულტურის სახლია და; თუ ღონისძიების მოწყობა უნდათ მათ შეუძლიათ ეს ფართი გამოიყენონ.
რუსთავის მწერალთა სახლის წინ საპროტესტო აქცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.