მოქალაქეეები პასპორტებისა და პირადობის მოწმობების აღებას დღეს დედაენის ბაღში მდებარე ოფის-ცენტრში შეძლებენ

მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს, 4 დეკემბერს უწევდათ პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღება, დოკუმენტების აღება დედაენის ბაღში მდებარე ოფის-ცენტრში შეეძლებათ , - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისის იუსტიციის სახლი, შესასვლელთან გუშინ სახურავის ნაწილის ჩამოშლის გამო, დღეს არ იმუშავებს. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი საჭიროება, მიიღონ იუსტიციის სახლის მომსახურება, შესაძლებლობა ექნებათ, რუსთავის იუსტიციის სახლის ფილიალითა და სერვისების განვითარების სააგენტოს მცხეთის ფილიალის მომსახურებით ისარგებლონ. დღეს ორივე ფილიალი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

მოქალაქეებს, რომლებსაც კონკრეტულად 4 დეკემბერს უწევდათ პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღება (არა უფრო ადრე ან უფრო გვიან), დოკუმენტების მისაღებად დღეს, 15.00 საათიდან უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის გვერდით, დედაენის ბაღში მდებარე ოფის-ცენტრს, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლში ამ დროისათვის ექსპერტები მუშაობენ, ასევე, ის იტალიური სამშენებლო კომპანია, რომელმაც სახურავი გააკეთა. სპეციალისტები აფასებენ დაზიანების ხარისხს და იმ საფრთხეებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სახურავის გარე დაზიანებამ სახურავის ნაწილზე შენობის შიგნით. ამასთან, შეფასდება, რა დრო სჭირდება ამ დაზიანების აღმოფხვრას.

"იუსტიციის სახლი ნებისმიერი სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას. თბილისის იუსტიციის სახლი სერვისების გაცემას განაახლებს, როგორც კი დადასტურებულად იქნება ცნობილი, რომ არც მოქალაქეების და არც სერვისების გამცემი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება