გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს, წყლის მრიცხველების გაყინვისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ონკანის ღია მდგომარეობაში დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ ზამთრის პერიოდში წყლის მრიცხველის დაზიანების (გაყინვის) თავიდან აცილების მიზნით, ონკანი შეგიძლიათ დატოვოთ ღია მდგომარეობაში (მხოლოდ ყინვის პერიოდში) .
ყინვის პერიოდის დასრულების შემდგომ, გთხოვთ მიმართოთ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ადგილობრივ სერვის ცენტრებს განცხადებით, რის შედეგადაც მოხმარებული წყლის ხარჯი დაგერიცხებათ (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) სულადობის მიხედვით.
აღნიშნული დარიცხვის წესი მოქმედებს მხოლოდ ყინვის პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს" მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 00 00",-ნათქვამია განცხადებაში.